სიახლეები

2015 წლის საუკეთესო თამაშები და აპლიკაციები!

876views

კომპანია Apple-მა 2015 წელს App Store-დან ყველაზე ხშირად გამოწერილი თამაშებისა და აპლიკაციების რეიტინგი გამოაქვეყნა. iPhone-სთვის საუკეთესო შეთავაზებად ვიდეო მარედაქტირებელი პროგრამა Replay დასახელდა, iPod-ებისთვის კი ფოტო რედაქტორი Pixelmator. მოწინავე პოზიცია დაიკავა აპლიკაცია Elevate–მაც რომელიც ტვინის ერთგვარ სავარჯიშოს წარმოადგენს. iPhone-ის საუკეთესო თამაშად  Threes დასახელდა, რაც შეეხება iPod-ს, აქ ლიდერობა Monument Vallys-ს ხვდა წილად.

iPhone-ის ყველაზე მოთხოვნად აპლიკაციად კვლავ რჩება Facebook-ი და Messenger-ი. iPod-ისთვის კი – Skype. რაც შეეხება ფასიან გამოწერებს, ამ შემთხვევაში 2015 წელს ყველაზე ხშირად Apple-ის მომხმარებლებმა Minecraft-ი და Grand Send Auto ჩამოტვირთეს.

Comments

comments

Leave a Response