წინა სტატიაში მაკის ფანატები განვიხილეთ დეტალურად. მაგრამ ეს თემა ვერ იქნება დასრულებული, თუ არ განვიხილავთ საპირისპირო ბანაკს, ანუ „მაკ-მოძულეებს“.
მართალია სათაურში სიტყვა მოძულე ვიხმარე, მაგრამ ტექნიკურად ის არასწორია, ვინაიდან სრულებით არაა საჭირო რომ ამ ადამიანებს სძულდეთ მაკი. თუმცა ჩემს პრაქტიკაში არსებობენ ადამიანები, რონლებსაც ეფლის ტექნიკის მხოლოდ ხსენებაზე აგრესიის უკონტროლო შეტევა ეწყებათ და დუჟი ადგებათ ტუჩებზე. და ეს არ არის მხატვრული მეტაფორა, ავტორი პირადად შესწრებია მსგავს სიტუაციას. ასეთი ადამიანების მთავარი განმაზოგადებელი თავისებურება არის ის ფაქტი, რომ ისინი ან აძაგებენ, ან აკრიტიკებენ მაკს (დამსახურებულად, თუ არა, ეს უკვე სხვა თემაა) და ე.წ. „საღვთო ომებს“ აწყობენ ინტერნეტ-სივრცეში მაკ-მომხმარებლებთან. მოდით, როგორც მაკის მომხმარებლების კალსიფიკაციისას, აქაც ჯგუფებად დავყოთ ეს ადამიანები.
„მცოდნეები“
სამწუხაროდ, ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფია, რომელმაც ის მაინც იცის, რაზე საუბრობს. ამ ადამიანებს ჰქონიათ შეხება მაკებთან, მუშაობდნენ მასზე, მაგრამ ამათუიმ მიზეზის გამო ვერ შეეწყვენენ. და ეს სრულიად ნორმალური სიტუაციაა, ასეც ხდება — არავინ არ ამტკიცებს, რომ მაკი შესაძლოა ყველასთვის მოსახერხებელი იყოს. არის ამოცანები, რომლებიც უფრო იაფად და მარტივად კეთდება სხვა კომპიუტერებზე, არის სიტუაციები, როდესაც ადამიანები რაღაც ახალს ეძებენ, რასაც მაკი მათ ვერ მისცემს (მაგალითად, აპარატურულ ნაწილში ძრომიალის სიყვარული, რაც მაკ-პლათფორმაზე პრაქტიკულად შეუძლებელია). ამიტომ ეს ადამიანები, გასინჯავენ რა მაკს, უარს ამობობენ მის გამოყენებაზე და შემდგომ იმისდა მიხედვით, თუ რა ცოდნა გააჩნიათ, შეუძლიათ აკრიკიტონ ეს პალთფორმა. პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ხშირად კრიტიკა ამ ადამიანების მხრიდან ფრიად სუბიექტურია და შემოფარგლულია მათი ცოდნით და/ან ინტერესთა სფეროებით. ამიტომ ისინი გააკრიტიკებენ მაკს საკმაოდ ვიწრო ჭრილში: „მანდ ხომ Internet Explorer არ არის!“ და ავიწყდებათ, რომ მაგალითად ეს ბრაუზერი ყველას არ სჭირდება.
ცალკე ქვე-ჯგუფად მოაზრებიან ისინი, ვინც მაკს ძალიან დიდი ხნის წინ გაუსინჯა გემო, ვთქვათ 10 წლის წინ და ეს ან ძალიან ძველი, „კლასიკური“ Mac OS არის, ან Mac OS X-ის ძალიან ადრეული ვერსიები. ამის შემდეგ ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ „მაკი — ნაგავია“ და არც კი წარმოუდგენია, თუ როგორ განვითარდა ყველაფერი ამ დროის განმავლობაში.
მითებით თავგამოტენილი
ალბათ, ყველაზე მასიური ჯგუფი. მათ ოდესღაც, ვიღაცისგან გაუგიათ რაღაც და მას შემდეგ დარწმუნებული არიან ამათუიმ პუნქტში ფეხმოუვლელად. ძალიან ხშირად იმეორებენ მითებს მაკის (აიფონების/აიპადების/აიპოდების) შესახებ დაწარმოდგენა არ აქვთ, არის თუ არ აეს სიმართლე.
შეუძლიათ გააფთრებულად იკამათონ ნებისმიერ თემაზე Mac vs PC ჭრილში. და ამდროს ჭეშმარიტება პრინციპში არ აინტერესებთ.
ტროლები
თუ ვინ არიან „ინტერნეტ-ტროლები“, პრინციპში კარგად არის ცნობილი. მოკლედ, გასაგებია, რასაც აკეთებენ ისინი მაკ-მომხმარებლებთან მიმართებაში — ისეთი ინფორმაციის „შეგდება“, რომლისგანაც მაკ-მომხმარებელი კარგა ხანი ვერ მოდის გონს, იმდენად შორს არის მოწოდებული ინფორმაცია ჭეშმარიტებისაგან.
ტროლების ქვე-სახეობა შეგვიძლია გამოვყოთ: „სიმართლისათვის მებრძოლნი“ — მათ კარგად ახასიათებთ ცნობილი მემე: „ინტერნეტში ვიღაც არ არის მართალი!“
სხვები
არიან ისეთებიც, რომლებსაც არ გააჩნიათ რაიმე ნეგატიური განწყობა ეფლისადმი, მაგრამ მაინც მუდმვ ოპოზიციაში იქნება მაკ-მომხმარებლის მიმართ. ასეთი ადამიანები პირდაპირ აცხადებენ: „მე არ მძულს მაკი, მე მძულს მაკის მომხმარებლები“. გაგიკვირდათ, არა? მარტლაც, ხშირად ეფლის დამცველად აგრესიული სვიჩერები გამოდიან და ფაქტობრივი არგუმენტაციის მაგივრად სუბიექტურ შეფასებებს გამოიყენებენ საყვარელი პლათფორმის დაცვისას, რასაც მივყევართ იქამდე, რომ ასეთი ადამინებისადმი ჩნდება სიძულვილი.
მოკლედ, როდესაც თქვენ შემდგომში ინტერნეტში გადააწყდებით „საღვთო ომს“, არ დაგავიწყდეთ ზემოთ მოცემული კლასიფიკაცია ზუსტად განსაზღვროთ, თუ ვინ არის თქვენს წინაშე და რა მიზნები ამოძრავებს მას.