მიმოხილვა

12 დუიმიანი Macbook 2015-ი მიმოხილვა: ინოვაციები და კომპრომისი

188views

აი, ჩემამდეც მოაღწია ამ ახალმა კომპიუტერმა, „iPad ღილაკებით“, როგორც ზოგიერთი უწოდებს და ნამდვილად კარგი მოწყობილობა. მისმა გამოჩენამ ბაზარზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და გულგრილი არავინ დატოვა. ის ხელმისწვდომია სამ ფერში, როგორც ეფლის ტაბლეტური კომპიუტერები: ვერცხლისფერი, ოქროსფერი და კოსმიური ნაცრისფერი. ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძლედება და პროფესიულ მოდელებსაც ვიხილავთ სამ ფერში. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას. მე ვისარგებლე ამ პორტატული კომპიუტერით გარკვეული დროის მანძილზე და მინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება.

დასაწყისისათვის მოდი გავეცნოთ მის ტექნიკურ მაჩვენებლებს, დიზაინი დიზაინად, მაგრამ ეს არა ნაკლებ მნიშვნელოვანია:

• საოპერაციო სისტემა: OS X 10.10.3 Yosemite
• პროცესორი: 2-ბირთვიანი Intel Core M 1,1 გჰც
• ოპერატიული მეხსიერება: 8 გბაიტი LPDDR3 SDRAM
• ეკრანი: 12-დუიმიანი, გარჩევადობა: 2304 х 1440 (Retina), IPS-მატრიცა
• გრაფიკული ამჩქარებელი: Intel HD Graphics 5300 (ჩადგმული, 1536 მბაიტი)
• მუდმივი მეხსიერება: SSD 256 გბაიტი
• უსადენო ინტერფეისები: Bluetooth 4.0, Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac
• კლავიატურა და თაჩპედი: კლავიშების ამონათება, Force Touch, Multi-Touch
• პორტები: ერთი პორტი USB-C, 3.5 მმ აუდიო
• მეხსიერების ბარათების სლოტი: არა
• წინა კამერა: FaceTime 480p
• ავტონომიურად მუშაობის დრო: 9 საათი
• ზომები: 197 х 280 х 13 მმ
• წონა: 0.92 კგ

ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული არ არის, ხომ? ამაზე დიდი მსჯელობა და კამათი მოხდა წლის დასაწყისში, როდესაც ეს ნოუთბუკი გაყიდვაში გამოვიდა. აღმოჩნდება კი ის საკმარისად კომფორტული მუშაობისას და რომელ აპლიკაციებთან იმუშავებს უპრობლემოდ, რომლებთან კი გაუჭირდება ტექნიკური მახასიათებლების სისუსტის გამო? მე შევეცდები ამის შესახებ მოგიყვეთ.

კომპლექტაცია

ახალი MacBook-ის კოლოფი განსხვავებულია ყველაფრისაგან, რაც აქამდე გვინახავს. გარეგნულად დიდად არა, საინტერესო რამეები შიგნით დევს.

შიგნით კი ჩვენ გველოდება არაჩვეულებრივად თხელი MacBook. მოვქაჩოთ სპეციალურ ქამარზე, ამოვიღოთ ნოუთბუკი კოლოფიდან და დროებით გადავდოთ. ნუ ვიჩქარებთ, ჯერ ვნახოთ, კიდევ რა დევს კოლოფში

როდესაც ფიქრობ, რომ ამაზე მეტი მინიმალიზმი ვეღარ მიიღწევა, ეფლი კვლავ არღვევს ყველა სტერეოტიპს. კოლოფში დამტენი მოწყობილობის, კაბელისა და კონვერტის გარდა ვერაფერს იპოვნით! არანაირი გადამყვანები, მოცულობითი სახელმძღვანელოები და ასე შემდეგ. ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ უბრალოდ ამოიღოთ ნოუთბუკი და იმწამსვე დაიწყოთ მუშაობა.

დამტენი ისეთი აღარ არის, როგორსაც ჩვენ მივეჩვიეთ. ის ორი ნაწილისაგან შედგება: თვითონ დამტენი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით (უკაცრავად კალამბურისათვის) ჰგავს iPad-ის დამტენს, იმ განსხვავებით, რომ USB-C გასართი აქვს, ნაცვლად USB-სა, და კაბელისაგან, რომელიც ასევე ორივე მხრიდან USB-C გასართით არის აღჭურვილი.

ტრადიციულ კონვერტში ვპოულობთ მცირე სახელმძღვანელოს „სწრაფი დაწყებისათვის“, საგარანტიო ტალონს და… ოქროსფერ დეკალებს! მე დიდი ხანია ვაგროვებ ვაშლის დეკალებს და ჩემს კოლექციას კიდევ რამდენიმე შეემატა! კარგია!

ახლა სამწუხაროდ მხარეს შევეხოთ — დასანანია, რომ არანაირი გადმაყვანი ნოუთბუკს არ მოჰყვება. VGA-ადაპტერი USB-C-ზე ცალკე იყიდება, ისევე როგორც AV-გადამყვანი, ან ჩვეულებრივ USB 3.0-ზე. Thunderbolt-დისკის მიერთება, iPhone-ის დატენვა, ან გარე მონიტორთან დაკავშირება გარე ხელსაწყოების გარეშე არ გამოვა. ეს ყველაფერი ცალკე უნდა შეიძინოთ.

მაგრამ, მოდით დროებით სამწუხარო თემას შევეშვათ. ვისაუბროთ MacBook-ის დადებით მხარეებზე — დიზაინზე, რომელიც დიდხანს, ძალიან დიდხანს შეგვიძლია ვაქოთ.

დიზაინი

შეგრძნებები, რომლებიც მე განვიცადე, როდესაც ხელთ MacBook ავიღე, დაახლოებით ისეთივეა, როგორც iPhone 6-ზე გადასვლისას მქონდა iPhone 4-იდან. ვთქვა, რომ ნოუთბუკი თხელია — ესე იგი არაფერი ვთქვა. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოსდა ყავით სავსე ჭიქა უფრო მეტს იწონის, ვიდრე MacBook — აი ასეთი თხელი და მსუბუქია. ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ არ დაარქვეს მას MacBook Air: ის ჰაერზეც უფრო მსუბუქია.

ამ შეგრძნების წყალობით მე მზად ვარ მას ვაპატიო ყველაფერი: არანათებადი ლოგო, ერთი პორტი, 2011 წლის დონის პროცესორი, დაბალი ხარისხის ვიდეო-კამერა და ასე შემდეგ. ეიფორია მას შემდეგ გამძაფრდა, რაც MacBook-ის კლავიატურასა და ტრეკპადთან დავიწყე ურთიერთქმედება.

ტრეკპადი Force Touch არა მარტო ახალ MacBook-შია, არამედ ასევე MacBook Pro-შიც. თუმცა მე აქამდე არ მქონია შესაძლებლობა გავცნობოდი მასთან მუშაობის წესებსა და პრინციპებს. უფროსი ძმისაგან განსხვავებით, MacBook-ში ამ მოწყობილობამ მართკუთხა ფორმა მიიღო. დაგჭირდათ ფაილის სწრაფად ნახვა, მისი გახსნის გარეშე? უბრალოდ ოდნავ მეტად დააწექით ტრეკპადზე, როდესაც მაუსის მიმთითებელი ამ ფაილზე მიუთითებს. ცოტა უფრო სწრაფად გსურთ გადახვევა ფილმის ყურებისას? იგივე ქმედება გაიმეორეთ. აღარფერს ვამბობ Safari-ში გამოყენებულ ჟესტებზე: საიტის სწრაფი ნახვა, უცნობი სიტყვის ძებნა და ა.შ. ერთადერთი რაც გესაჭიროებათ — ოდნავ მეტი ძალის დატანება დაწკაპუნებისას.

Force Touch-ის დამსახურებით შესაძებელია ზედმეტი მოძრაობების მინიმიზაცია, რაც ფრიად კარია ერგონომიკის თვალსაზრისით. ახლა მოდი ცოტა კლავიატურაზეც ვისაუბროთ.

აი აქ მართლა სიანტერესო რამ გველოდება: მიუხედავად იმისა, რომ ეფლმა კლავიატურის ზომა შეამცირა, მაინც შესაძლებელი გახდა სრულზომიანი კლავიატურის შენარჩუნება ახალ Macbook-ში. ამისათვის კომპანიის ინჟინრებმა ის თავიდან შექმნეს: ძირითადი მექანიზმები, კლავიშების ფორმების მრუდეები, შრფიტი — ყველაფერი ახლიდან გაკეთდა Macbook-ისათვის. შედეგად რა მივიღეთ? ეფლის კომპიუტერებს შორის ყველაზე თხელი კლავიატურა.

აშკარად კარგად მუშაობს კლავიშების დაჭერის ახალი მექანიზმი, ე.წ. „პეპელა“, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ახალ Macbook-ებშია და ვფიქრობ მომავალში უფროს მოდელებშიც გამოჩნდება. ჩვეულებრივ კლავიატურებში გამოიყენება დაჭერის მექანიზმი „მაკრატელი“, შედეგად კლავშები ოდნავ „ყანყალებს“. ასეთ ი კლავშის კიდეზე დაჭერისას მექანიზმი ცუდად აფიქსირებს ქმედებას, რის გამოც ტექსტის აკრეფისას ბევრი შეცდომა ხდება. „პეპელას“ დამსახურებით ყველაფერი სხვანაირადაა: ეს ერთიანი ელემეტია ხისტი მასალისგან შექმნილი, ფართო დასაყრდენი სივცრით. კლავიშის რაგინდარა ადგილზეც არ უნდა დააჭიროთ, ქმედება დაფიქსირდება აუცილებლად.

მე ასეთი რამ არასოედს მინახავს. ეს ნამდვილად ინოვაციური კლავიატურაა. მართალია, იმისათვის, რომ მას მიეჩვიოთ, 2, ან მეტი კვირა დაგჭირდებათ (ეს იმ შემთხვევაში, თუ ტქვენ ფლობთ ათივე თითით ბრმად ბეჭდვის ტექნიკას).

ხმამაღლემოლაპარაკე ამჯამად გევრდებში არ არის განთავსებული, არამედ ეკრანთან ახლოს. საქმე იმაშია, რომ სხვა ადგილის მოძებნა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ნოუთბუკის მარცხენა წიბოზე განთავსებულია ერთადერთი USB-C პორტი, მარჯვენაზე — აუდიო-შესაერთებელი და ორი მიკროფონი. მეტი ვერაფერს იპოვნით. გასაგები ხდება, თუ რატომ არა აქვს Macbook-ს სტანდარტული USB-პორტი — ნოუთბუკის ყველაზე სქელ ნაწილშიც კი პორტი ვერ დაეტევა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ცნობილი წარწერის, MacBook დაბრუნება ეკრანის ჩარჩოზე და რასაკვირველია ახალი, 12 დუიმიანი Retina დისპლეი. ხარისხი მართლაც საუცხოოა.

აპარატურული ნაწილი

ახალი Macbook-ში დაყენებულია OS X Yosemite. კომპიუტერი აღჭურვილია ყველაზე მძლავრი Intel Core M პროცესორით, 8 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, და ჩადგმული გრაფიკული ამაჩქარებლით Intel HD 5300, 1536 მბაიტი მეხსიერებით. ფლეშ-მეხიერების მოცულობა 256 გბაიტია.

მაგრამ, გულზე ხელის დადებით უნდა ითქვას: ტექნიკური მახასიათებლები და აპარატურული ნაწილი — სულაც არ არის მთავარი ამ კომპიუტერში. არავინ არ იყიდის მას Final Cut-ში მონტაჟისათვის, ან GTA-ს სათამაშოდ. ახალი Macbook იდეალურია ტექსტან სამუშაოდ, ინტერნეტში შესასვლელად და ფოტოების მარტივი დამუშავებისათვის. მე ვეცდები ახლა ეს დაგიმტკიცოთ.

ტესტები

ფლეშ-მეხსიერების ჩაწერისა და წაკითხვის სიჩაქრის ტესტმა, Blackmagic Disk Speed Test სულაც არ გამაკვირვა — 410 მბიტი/წმ და 740 მბიტი/წმ, შესაბამისად. სრულიად მისაღები მაჩვენებლებია.

Geekbench 3-ით ჩატარებულ ტესტში ახალმა Macbook-მა მხოლოდ ოთხი ატასი ქულა მიიღო. ეს შედეგი 2011 წლის Macbook Air-ის მსგავსია, მეტი არა. სამწუხაროდ ჟღერს, მაგრამ ასეა.

გრაფიკის წარმადობის ტესტში, CINEBENCH ნოუთბუკმა მეშვიდე ადგილი დაიკავა, სხვა სისტემებთან შედარებით. თვითონ ტესტის გაშვებასაც კი რამდენიმე წუთი დასჭირდა.

პროცესორის წარმადობის ტესტში, CINEBENCH-ის რენდერს 10 წუთი მოანდობა Macbook-მა, მაშნ როდესაც 2014 წლის Macbook Pro Retona-ს ამისათვის მხოლოდ 2 წუთი ესაჭიროება.

გაგრილების სისტემა აქვს საინტერესო ახალ Macbook-ს. ის მას უბრალოდ… არა აქვს. ამ კომპიუტერში არ არის მოძრავი მექანიზმები, შესაბამისად ის საერთოდ არ ხმაურობს.

ამასთან ერთად ნოუთბუკი ახერხებს შეყოვნებების გარეშე მუშაობას და მსუბუქი თამაშოებების გაშვებაც შეუძლია.

ავტონომიურად მუშაობის დრომაც ცოტათი გვიმტყუნა — ნაცვლად დასახელებული 9 საათისა, ის 4-5 საათი მუშაობს.

დასკვნის ნაცვლად

ფრიად არაერთგვაროვანი პროდუქტი შექმნა კომპანია Apple-მა. ერთი მხრივ, ის ლამაზია, მსუბუქი, „მაგარი“. მეორე მხრივ — ის აშკარად ჩამორჩება სიმძლავრით ბევრ თანამედროვე ანალოგებს, აქვს მხოლოდ ერთი პორტი და საბოლოო ჯამში საბეჭდი მანქაბის როლში წარმოგვიდგება. ახალი Macbook ყველასათვის შეიძლება იყოს გამოსადეგი და ამავდროულად არავისთვისაც. შესაძლოა, მას სათანადოდ შეაფასებენ პერფექციონისტები და დიზაინერები, მაგრამ რიგით მომხმარბელს ის არ მოეწონება. ჯერ-ჯერობით, ის უბრალოდ ლამაზი კომპიუტერია, რომლეთაც შესაძლებელია თავის მოწონება მეგობრების წინაშე. მოდი, დაველოდოთ განახლებულ ვერსიას მომავალ წელს, რა იცი, რა სურპიზები გველის?

Comments

comments

Leave a Response