FCC.gov-ზე გამოქვეყნდა საინტერესო ინფორმაცია: აშშ-ს კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა Apple-ის განაცხადი ორ ახალ პერიფერიულ მოწყობილობაზე: Bluetooth-მაუსი, სახელად Magic Mouse 2 და ახალი უსადენო კლავიატურა.
მთავარი სხვაობა ახლანდელი მოდელებისჰან განსხვავებით გახლავთ Bluetooth 4.2-ზე გადასვლა — თეორიულად ეს სოლიდურად გაზრდის ავტონომიურად მუშაობის დროს და ასევე აამაღლებს დაკავშირების ხარისხს. ამის გარდა, გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ინტეგრირებული Li-Ion აკუმულატორები, რომლებიც ჩვეულებრივი ელემეტების ალტერნატივა გახდება. რაც თავის მხრივ აისახება კლავიატურის ახლანდელ ფორმაზე. სავარაუდოდ საჭირო აღარ გახდება კასრისებური გამონაზარდი ელემენტების ჩასადებად:
ამ ეტაპზე წინასასერიო ეგზემპლარები (BCGA1657 და BCGA1644) გამოცდას გადიან FCC-ის ლაბორატორიებში, Apple-ის საფირმო USB-დამტენებთან ერთად, რასაც მივყავრთ აზრამდე, რომ პერიფერია ამიერიდან USB-თი დაიტენება. მაგრამ, როდის დაიწყება აღნიშნული მოწყობილობების გაყიდვა, არავინ არ იცის: შესაძლოა ორიოდე კვირაში, შესაძლოა — ერთი წლის შემდეგ.
წყარო: SlashGear