ექვსი ადამიანისგან შემდგარმა კომპანიამ Nebia-მ, რომელიც საშხაპის მოწყობილობებს აწარმოებს და მათი საშუალებით წყლის 70%-იანი ეკონომიაა შესაძლებელი, Apple-ის ხელმძღვანელის, ტიმ კუკისგან და Google-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერისგან, ერიკ შმიტისგან ინვესტიცია მიიზიდა.
Tim Cook ამბობს, რომ ამ მოწყობილობაზე გადასვლა, კალიფორნიის შტატში წყლის მოხმარებას 1.5%-ით შეამცირებდა. წყლის დამზოგი მოწყობილობის შექმნის იდეა გაუჩნდა სპა-სალონის მეპატრონეს მეხიკოში, სადაც წყალი ძვირი ღირს, რადგან მიწიდან ქაჩავენ. წყლის ფასის ცვალებადობა მის ბიზნესზე ნეგატიურად აისახებოდა და ამიტომ ბიზნესმენმა ეკონომიის გზების ძიება დაიწყო. გამოგონებაზე კი 5 წელი დაიხარჯა.