ტიმ კუკის დაცვა კომპანია Apple-ს წელიწადში 0,7 მლნ დოლარი უჯდება. მსხვილ ბიზნესმენებს და წარმატებული კომპანიების შეფობას ხშირად პირადი დაცვა იცავს. დაუწერელი კანონია, რომ ასეთ შემთხვევაში დაცვის მომსახურებას კომპანია იხდის. ასეა IT-გიტანტის Apple-ის, Amazon-ს და Oracle-ს შემთხვევებშიც.
როგორც ირკვევა, Apple-ს საკუთარი გენერალური დირექტორის ტიმ კუკის უსაფრთხოება წელიწადში 700 ათასი დოლარი უჯდება. უცხოური პრესა წერს, რომ ტიმ კუკი საზოგადოებაში დაცვის თანხლებით საკმაოდ იშვიათად ჩნდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კუკი დაცვის გარეშე გადაადგილდება. დაცვა მის შორიახლოს ტრიალებს.
ტიმ კუკის დაზღვევა Apple-ს 2520 დოლარი, ხოლო დასვენება-გართობა 56 923 დოლარი უჯდება.