სიახლეები

სმარტფონების ბაზარს Apple დაეპატრონა

214views

მსოფლიოში 1000 მეტი სმარტფონის მწარმოებელი კომპანიაა, თუმცა სმარტფონების ინდუსტრიაში მოგების უდიდესი წილი კვლავ Apple-ს ეკუთვნის. Canaccord Genuity-ის ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის 1 კვარტლის მთლიანი მოგების 92% Apple-ს შეხვდა, მაშინ, როცა Samsung-ის მოგებამ მხოლოდ 15%-ს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშში ნახსენებიც კი არ არის ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა Xiaomi და Micromax.

Lenovo, Huawei, BlackBerry, Microsoft და HTC-იმ ვერც ერთმა ვერ შეძლო მობილურ ბაზარზე მოგების მიღება, რაც გაყიდვების ნაკლებობის, ან თითეულ გაყიდულ სმარტფონზე არასაკმარისი მოგების ბრალია. Apple iPhone-ს, საშუალოდ, 624 დოლარად ყიდის, მაშინ, როდესაც Android მოწყობილობების საშუალო ფასი 185 დოლარია.  Apple-ის პირველობა სმარტფონების ბაზარზე თანდათან უფრო მყარდება, სამაგიეროდ, Galaxy S6-ისა და S6 Edge-ის გაყიდვები მეორე კვარტალში შემცირდა. Apple-მა პირველ კვარტალში 74 მილიონი iPhone გაყიდა, რაც Samsung-ის მთლიან გაყიდვებს უტოლდება.

რა საკვირველია, აღმოსავლეთის ქვეყნების მწარმოებლების დაბალი ფასები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს Apple-ისთვის, მაგრამ, მაინც მისი დიდ წილად iPhone 6s-ისა და iPhone 6s Plus-ის გაყიდვებზეა დამოკიდებული.

Comments

comments

Leave a Response