მიმოხილვა

რატომ ვერ გაუგებენ Apple-ს ანალიტიკოსები ვერასდროს

239views

კომპანია Apple-ის მრავალრიცხოვანი სარეკლამო კამპანიებისა და წიგნის „Insanely Simple“ ავტორი კენ სიგალი ცდილობს პასუხი გასცეს კიტხვას, რომელიც მრავალს აწუხებს.

კარგი, თანახმა ვარ. სათაური ფრიად ოპტიმისტურია. მოდით გადავასხვაფერებ:

ისინი ვერასდროს ვერ გაუგებენ Apple-ს. ვერასდროს.

მე ვფიქრობ, ეს ადამიანთა ქცევის გამო ხდება. როგორც Apple-ის პირველი მაკინტოშური გუნდის წევრებს უყვარდათ ტქმა, მეკობრეობა უფრო მხიარული რამ არის, ვიდრე უბრალო მეზღვაურობა. ანდა, „ვარსკვლავური ომების“ ტერმინოლოგიით, უფრო საინტერესოა აჯანყებულტა მხარეს იყო, ვიდრე იმპერიისა.

თუ კომპანიის მაჟამინდელ ზომებს გავითვალისიწინებთ, Apple-შეგვიძლია შევადაროთ სამხედრო-საზღვაო ფლოტს და იმპერიასაც ერთდროულად. ამიტომ სრულიად მესმის, რატომ არის ასე პოპულარული მის დაცვაში სუსტი წერტილების აღმოჩენა.

თუმცა დღემდე მიკვირს ის ფაქტი, რომ ადამიანებს კვლავ არ შეუძლიათ ჩაწვდნენ Apple-ის აზროვნებას და ქცევას — მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე ერთიდაიგივე სცენარს ადევნებენ თვალს.

მორიგი შესანიშნავი მაგალითი აპრილის ბოლოს გამოჩნდა საერთაშორისო გამოცემაში USA Today სათაურით „ახლა Apple ყველაზე კარგია“. ამ სტატიაში ავტორი, ჯონ შვარცი ყვება, თუ რა მაგარ რამეებს ქმნის Apple. მაგრამ შემდეგ გვაფრთხილებს, რომ Apple მალე „ჩაიფუშება“, ისვე როგორც თავის დროზე IBM.

როგორც მინიმუმ, ის თანმიმდევრულია. 2012 წლის ოქტომბერში მან დაწერა სხვა სტატია, ასევე USA Today-ში, სათაურით: „ერთი წელი ჯობსის გარდაცვალებიდან, რამდენად მაღლა შეუძლია აფრინდეს Apple-ს?“. მართალია, მაშინაც Apple წარმატების მწვერვალზე იყო, მაგრამ შვარცი ფოკუსირდებოდა კომპანიის სევდიან მომავალზე. ახლა, მიუხედავად სამწლიანი შეცდომებისა წინასწარმეტყველებაში, ჯონი კვლავ ძველ ფირფიტას ატრიალებს.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ Apple-ის მომავლის შესახებ მცდარი აზრი — გახლავთ პირდაპირი შედეგი კომპანიის წარსულის შესახებ მცდარი წარმოდგენის. თუ თქვენ არ შეგიძლიათ შეაფასოთ, თუ რამ მიიყვანა კომპანია წარსულ წარმატებებთან, თქვენ ვერ შეძლებთ მომავლის პროგნოზის შედგენას.

გახსოვთ ყველა ნეგატიური სტატია Apple-ის შესახებ, როლებიც იმ წლებში გამოდიოდა, სანამ ბაზარზე გაჩბდებოდა iPhone 6, Apple Pay და Apple Watch? გასულ შემოდგომაზეა საუბარი.

მათი ლეიმოტივი იყო Apple-ის დადანაშაულება იმაში, რომ ის ვეღარ ქმნის რაიმე ახალს. Samsung ინდუსტრიის ახალ მეფედ იქნა გამოცხადებული. ეს ადვილი მოსათხრობი იყო, ჯობსი ხომ აღარ არის Apple-ში.

საწყალი Apple, რომელმაც ყველანაირი მმართველობა დაკარგა. ახლა მისი დიზაინერები და ინჟინრები სამსახურშ მხოლოდ გემრიელი სადილის მისართმევად მიდიან, ხოლო დანარჩენ დროს უსაქმოდ დაყიალობენ კორპორაციის გრძელ დერეფნებში, ლიდერის გარეშე დარჩენილები.

რათქმაუნდა ეს იდეა აბსურდულია. ერთადერთი „მტკიცებულება“, რომელიც მოყავთ, არის ის ფაქტი, რომ Apple-მა ვერ შეძლო რევოლუციური სიახლის ჩვენება ბოლო სამი წლის განმავლობაში iPad-ის გამოსვლიდან. ამის მტკიცება უაზრობაა, ვინაიდან თვით ჯობსსაც კი 6 წელი დასჭირდა iPhone-ის შესაქმნელად iPod-ის წარმდოგენის შემდეგ. მაგრამ რაც უფრო ხშირად იმეოდებდნენ ამ ისტორიას, მით მეტმა ადამიანმა დაიჯერა ის.

საბედნიეროდ, დრევანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი ნათელი ხდება.

ახლა ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში „დიდი ბუზღუნის პერიოდში“ Apple-მა უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა. შესაძლოა, კომპანიის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში. და ახლა ჩვენ გვაქვს ახალი iPhone, Apple Pay და Apple Watch.

ჩემთვის ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ Apple შესანიშნავად უმკლავდება აზრზს იყოს Apple. მათი მიზნია შექმნან პროდუქტები, რომლებიც ადამიანებს ეყვარებათ, მაგრამ ასეთი ნივთები გრაფიკით არ იქმნება.

და კიდევ, ჩვენ შეგვიძლია თვალსაჩინოდ დავინახოთ, თუ როგორ მუშაობს ინოვაციების ტემპი კომპანიისა და მისი კლიენტების სასარგებლოდ.

დავუბრუნდეთ 2011 წელს, როდესაც ჩიპები NFC-ის მხარდაჭერით პირველად გამოჩნდა მობილურ ტელეფონებში. მაშინ Apple-მა მხარი არ დაუჭირა ამ სიახლეს და ახალი ფუქნცია არ გაჩნდა iPhone 5-ში. ბევრმა ეს აღიქვა იმის დასტურად, რომ Apple ინოვაციებში მოიკოჭლებს და კომპანიის დაცემა სადაცაა მოხდება.

როგორც ტიმ კუკმა ახსნა, Apple პროდუქტებისა და სერვისების ახალ კატეგორიაში მხოლოდ მაშინ შედის, როდესაც არის შეგრძნება იმისა, რომ ისინი შეძლებენ რაიმე განსაკუთრებულის შეთავაზებას. ასეთი განსაკუთრებული პროდუქტი გახდა Apple Pay. მისი რეალიზაციისათვის საჭირო იყო არა მარტო არაორდინალური საინჟინრო გადაწყვეტილება, არამედ მხრადაჭერა საკრედიტო კომპანიებისა და ბანკების მხრიდან.

Apple-მა შეეძლო დაემატებინა NFC-ის მხარდაჭერა თავის მოწყობილობებში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. მაგრამ უბრალოდ ფუქნციის დამატება „მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყოს“ — Apple-ს არ ახასიათებს, ასეთი გადაწყვეტილება გააფუჭებდა კომპანიისადმი აზრს. შედეგად ჩვენ ოდნავ მოგვიანებით მივიღეთ უფრო უაფრთხო, მარტივი და მიმზიდველი პროდუქტი.

მეორე კარგი მაგილითი — Apple Watch.

2013 წლის შემოდგომას Samsung-მა წარმოადგინა თავისი ჭკვიანი საათი, Galaxy Gear, Apple Watch-ის გამოჩენამდე 1 წლით ადრე. მათთვის, ვისაც არ ესმის Apple-ის, ეს კომპანიის მხრიდან ლიდერობის დაკარგვის კიდევ ერთი დასტური იყო.

მაგრამ ახლა ცხადია, რომ Apple-მა უბრალოდ ის გააკეთა, რაც ყოველთვის. კომპანია არსებულ ბაზარზე შევიდა და საკმარისი დრო დახარჯა იმ პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც გამორჩეული იქნება მასიდან.

Gear Watch-ში Samsung-მა მკაფიოდ გვაჩვენა, რომ ისინი არ არიან Apple. მისწრაფებაში, დაასწრონ კონკურენტს ბაზარზე გამოსვლით მათ ცხადი ნაბიჯი გადადგეს — შეამცირეს ტეელფონი მაჯის ზომებამდე და დაამატეს კამერა. ეს მათთვის უბრალოდ ტექნოლოგიური გამოწვევა იყო, მეტი არაფერი.

Apple-მა თავის მხრივ ნათლად გვიჩვენა, რომ ისინი არ არიან Samsung. ისე, როგორც iPod-ის, iPhone-ისა და iPad-ის შემთხვევაში, კომპანიამ დეტალურად შეუსწავლა მომავალი პროდუქტის ყველა ნიუანსი იმის მიზნით რომ გაეგო, როგორ შეიძება ამ ნივთის „ხელახალი გამოგონება“ გენიალური დიზაინისა და ახალი ფუნქციების საშუალებით. მათ გაიგეს, რომ საათი არა მარტო ტექნოლგიაა, არამედ მოდაც და დაიქირავეს შესაბამისი თანამშრომლები. Apple Pay ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ კონცეფციის.

ასე რომ დიახ, Apple მართლაც 2 წლით ჩამორჩა Samsung-ს ჭკვიანი საათების ბაზარზე. მაგრამ როგორც კი პროდუქტის ყველა ნაწილი ერთად შეიკრა, Apple წინ გაიჭრა, სადაც სავარაუდოდ დარჩება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.

არის კი ამ ისტორიებში მორალი?

უსავოდ. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ამ სამყაროში. ის გვეუბნება: საგნები ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც ისინი ჩვენ გვეჩევენება.

Apple — ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კომპანიაა მსოფლიოში. როდესაც თქვენ მისი ქცევით გაოგნებული ხართ, თქვენ უბრალოდ უნდა გაიხსენოთ მისი წარსული. მანდ თქვენ იპოვნით პასუხებს ყველა თქვენს კითხვაზე. ეს ძალიან ადვილია — მაშნაც კი, როდესაც კრიტიკოსების უმრავლესობა უუნარო სჩანს.

წყარო: kensegall.com

Comments

comments

Leave a Response