ამერიკულმა კომპანიებმა, Google-მა და Microsoft-მა ოფიციალურად მიაღწიეს თავისას — გახდნენ Apple-ის თანასწრონი, მაგრამ ისინი დღეს Apple-ის 20 წლის წინანდელ დონაზე არიან. ასე რომ ეს მიღწევა ფრიად საეჭვოა. თქვენ ეს მოსაზრება სიველურედ მიგაჩნიათ? კარგი, მოდი ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას და გავავლოთ რამდენიმე ისტორიული პარალელი, ასე ვთქვათ, ჩავყვინთოთ IT-ინდუსტრიის რეტროსპექტივაში, კერძოდ, Apple-ისაში და ამაში ჩვენ AppleInsider-ის რედაქტორი, დანიელ ერან დილგერი დაგვეხმარება.
ბედის ირონია
ახლა Google ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, მაქსიმალური საინვენტარო შეფასებით და მხარდამჭერთა უზარმაზარი არმიით, რომლებიც მზად არიან აუხსნან ყველას და თითოეულს, რომ ინტერნეტ-გიგანტის ამჟამინდელი პრობლემები, ასეთი სულაც არ არის (მობილურ სფეროში შეღწევის პრობლემებიც კი). მათ, ვინც ფულის კეთება იცის, არასოდეს ჩერდება.
აქვეა Microsoft-იც, რომლიც მონაცემთა შენახვის სერვისი კარგავს მომხმარებლებს მას შემდეგ, რაც კომპანიის ძალოვან ქსელებში შეფერხება მოხდა. ათი წლის წინ Microsoft ისეთივე იყო, როგორც Google ახლა, იღებდა შემოსავალს სასწაული ოდენობით და დიდი სიმარტივით. ასე რომ ვერავინ შელძებდა იმის წარმოდგენას, რომ დრო შეიცვლებოდა. ქსელში არაერთხელ გაიმართა „საღვთო ომები“ ამ საკითხთან დაკავშირებით და მრავალი, მათ შორის Apple-ის თაყვანისმცემლები, ვერც კი წარმოიდგნედნენ, რომ ცვლილებები მხოდებოდა და თანაც ასეთი სერიოზული.
მე არ მიწინასწარმეტყველია, რომ Microsoft სრულ კრახს განიცდიდა მობილურ სფეროში და რომ კომპანიას მოუწევდა იმის დანახვა, როგორ ართმევს Apple მას კორპორატიული ბაზრის ნაწილს. მე უბრალოდ ვივარაუდე, რომ Apple გადარჩებოდა და შეინარჩუნებდა მზარდ ბაზარს. იმ დროს ხომ კომპანია სწორედ იმ პრობლემებს წყვეტდა, რომლებმაც მას უფსკრულისკენ უბიძგეს. ფუნქციონორების საკითხშიც ყველაფერი წესრიგში ჰქონდა კომპანიას იმ დროს. ის უშვებდა იმ პროდუქტებს, რომლებიც ესაჭიროებოდათ მომხმარებლებს.
დანიელ ერან დილგერი, AppleInsider-ის ჟურნალისტი
ახლა ჩვენ ვხედავთ იმის უამრავ მტკიცებულებას, რომ Google მიდის დაცემის მხარეს Microsoft-ის კვალდაკვალ და რომ თვითონ Microsoft-ს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ფსკერამდე. მიზეზი მათ მცდარობაშია. და აი რას წარმაოდგენს ეს.
ეს ყველაფერი ადრე უკვე მოხდა
20 წლის წინ, 1994 წელს Apple Computer თვითონ იყო კრიზისში. საქმეები წესით უნდა გაუარსებეულიყო, მაგრამ საბენდიეროდ ხელმძღვანელობა დროულად მიხვდა პრობლემის არსს. კომპანიის შიგნით საქმეები ცუდად იყო და სიტუაცია მოითხოვდა დაუყოვნებლივ ჩარევას.
სამაგიდე პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე, რომელიც უშუალოდ Apple-მა შექმნა 10 წლით ადრე, მას სწრაფად გადაუსწრეს კონკურენტებმა. კომპანია ლიდერის პოზიციებს კარგავდა, როგორც სამომხმარებლო ტექნოლოგიების მწარმოებელი პროგრამული უზრუნველყოფის დარგში (სადაც ისეთმა კომპანიები, როგორიც Microsoft, არ ერიდებოდნენ მრავალ პროგრამულ შეცდომას და სწრაფად წერდნენ საჭირო კოდს), ასევე აპარატურულ ნაწილშიც (სადაც უცხოური ფაბრიკების იაფი მუშახელი კონკურენტებს უფრო იაფი უჯდებოდათ, ვიდრე Apple-ს აშშ-ში).
ოთხი წლით ადრე Apple-მა ტანამშრომლობა დაიწყო IBM-თან ცენტრალური პროცესორების, მულტიმედიური აპლიკაციებისა და საოპერაციო სისტემის მხარდამჭერი პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების მიზნით. მაგრამ ამ ერთობლივმა მუშაობამ, განსაკუთრებით პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში, მიგვიყვანა ისეთი პროდუქტების შექმნამდე, რომელიც არავის სჭირდებოდა.
მიუხედავად მსიფლიოში პირველი ტაბლეტის, Newton Message Pad, შექმნისა (მისთვის სპეციალური მობილური ARM-პროცესორიც კი შეიქმნა), Apple-მა ვერ შეძლო იმის გაგება, როგორ შეიძლება იშოვნო ფული მობილური მოწყობილობების გაყიდვით. ამავდოულად შემოსავლები მომგებიანი პროდუქტიდან Macintosh ტანდათან მცირდებოდა.
ძველმა Apple-მა ფიასკო განიცადა, თანაც ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ტექნოლოგიური სფეროს მცოდნეებსაც კი არ შეეძლოთ ამ კომპანიის ტრიუმფალური დაბრუნება — საჭირო დროს, საჭირო ადგილას და სწორი პროდუქტით, iPod. Apple-ს მსოფლიო ბაზარზე ლიდერსი პოზიციის დასაბრუნებლად 10 წელი დასჭირდა.
ტექნო-რეაბილიტაცია
1990-იანებში ფანატების ბრმა ოპტიმიზმზაც კი არ შეეძლო ძველი Apple-ის გადარჩენა. სასწაულს ვერ მოახდენდა უბრალო მარკეტინგიც. ამერიკულ კომპანიას სჭირდებოდა რეალური რეაბილიტაცია. ძველი Apple ფსკერამდე უნდა დაშვებულიყო, მოეშორებინა არაეფექტური სამუშაო პროცესები, შეეცვალა ფოკუსი და ორიენტაცია უნდა აეღო იმაზე, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდიოდა, უარი ეთქვა არაპროდუქტიულ, „მომწამვლავ“ პარტნიორობაზე, შეემუშავებინა ახალი კურსი და ახლიდან აეწყო მომხმარებლეთან ურთიერთობის ფილოსოფია. თანაც ეს უნდა გაეკეთებინა მანამდე, სანამ ზარალი ჯერ კიდევ არსებულ შემოსავალს არ გადააჭარბებდა.
ის ფაქტი, რომ Apple-მა შეძლო სრულიად გადაწყობილიყო 1994 წლიდან 2004 წლამდე, აღიქმება როგორც თიტქმის შეუძლებელი ფაქტი. ბევრი კომპანია ვერ დაიკვეხნის მსგავსი წარმატებით. ამავდროულად არსებობს ძალიან ბევრი ტექნოლოგიური გიგანტი, რომლებმაც ვერ შეძლეს ადაპტაცია. Atari, Acorn, Commodore, Sony (აქ ჯერ კიდევ არის შანსები გადარჩენის), Palm, BlackBerry და Nokia. და ეს სრული სია არ არის, რასაკვირველია.
Microsoft-იც კი დღეს გამოიყურება როგორც შენობა, რომლიც ფასადზე ბზარები გაჩნდა. ამ ბზაებიდან კარგად ჩანს დიდი ნგრევები, რომელთა ლიკვიდაციისათვის საჭირო გახდება კაპიტალური რემონტი, არქიტექტურის გულმოდგინე აღდგენით. მაგალიტად, შტატების შემცირების კვალდაკვალ კომპანიის ხელმძღვანელობა აქტიურად გადასცემს მრავალ პროცესს გარე თანამშრომლებს. ეს, თავის მხრივ, იწვევს კონფიდენციალური ინფორმაციის გადინებას.
Apple: სიმშვიდე ქარიშხლის წინ
მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნა, რომ სხვა ტექნოლოგიური გიგანტების შემთხვევაში, მათი კრახის წინ ისინი სრულიად ნორმალურად ფუქნციონირებდნენ. როგორც Google ახლა და როგორც Microsoft რამდენიმე წლის წინ, როგორც BlackBerry 2011 წელს და Nokia 2009 წელს, ასევე როგორც Apple ორი ათეული წლის წინათ.
1993 წელს Apple უკვე უხდიდა დივიდენდებს აქციონერებს 6 წლის განმავლობაში, მისმა ფასიანმა ქაღალდებმა ღირებულების მაქსიმუმს მიაღწიეს — ორჯერ უფრო მეტი ფასი, ვიდრე პირველადი განთავსებისას. ამაში Apple-მა IBM-საც კი აჯობა. მაშინ Apple-ს 5 მილიარდი აქტოვი ჰქონდა, ხოლო კვარტალური მოგება 2.4 მლრდ. დოლარი. ეს მაჩვენებლები სჯობნიდა წინა წლის შედგებს, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალმა ცოტათი იკლო.
ყველა დაგეგმილი პროექტი აქტიური შექმნის პროცესში იმყოფებოდა (მათ შორის პლათფორმა Copland და Taligent). ამასთან ერთად კომპანიას ჰყავდა მეცნიერთა საუკეტესო ჯგუფი, რომელიც ქმნიდა ყველა ახალ პროდუქტს სპეცუალურ დეპარტამენტში Apple ATG (Advanced Technology Group). მსგავსი ლაბორატორიები დრეს ასევე აქვს Google-ს — რობოტების, თვითმავალი ავტომობილებისა და მსგავსი პროექტების შესამუშავებლად.
ამასთან Apple-ის შემთხვევაში მისი პროექტები არ იყო „გაბერილი“ პროექტები. სინამდვილეში კომპანია რეალურ ტექნიკურ სიახლეებს უშვებდა და უსწრებდა ინდუსტრიას. ასეთი პროდუქტების სიაშია — ციფრული ვიდეოს დაკვრის საფირმო ტექნოლოგია QuickTime, პროგრამირების გარემო HyperCard, სხვა მრავალი ხელსაწყო ურთიერთქმედებისათვის, ძებნისათვის, მონაცემთა გამოსახვისათვის. კომპანიის თანამშრომლები მუშაობდნენ პროგრამირების ახალ ენებზე, მობილური პლათფორმების ახალ ინტერფეისებზე, კერძოდ Newton-ზე.
2006 წელს Microsoft ასევე რებულობდა უზარმაზარ მოგებას — მანამდე, სანამ ბაზარზე არ გამოვიდა Windows Vista, ისეთი ფუქნციებით, როგორებიცაა PlaysForSure და Windows Mobile. ისევე როგორც ძველ Apple-ში, Microsoft-შიც იყო ნიჭიერი ადამიანების დიდი შტატი, გარე შემსრულებლები, რომლებიც ორიგინალურ კონცეფციებს ქმნიდნენ. აი ფოკუსი ყველაზე მნიშვნელოვანზე კი არ იყო.
პირველი წარუმატებლობების შემდეგ, დაახლოებით 10 წლის წინ Microsoft-მა აქტიურად (მაგრამ არა ეფექტურად) დაიწყო მილიარდების ხარჯვა კომპანიების შეძენაზე და სტრატეგილუ ხაზის ცვლილებაც დაიწყო.ეს ყველაფერი სერიოზულ შიდა პრობლემებზე მეტყველებდა. თანაც, ამ პრობლემებს 1984 წლის დროინდელ Apple-თან ისეთივე კავშირი ჰქონდა, როგორც Windows 95-ს Mac OS-თან, რომელიც 1984 წელს გამოვიდა.
ყველაზე დიდი სხვაობა თანამედროვე Microsoft-სა და ძველ Apple Computer-ს შორის ის იყო, რომ სტივ ჯობსს უნდოდა და შეძლო სიტუაციის შეცვლა. Microsoft-ის შემთხვევაში ბილ გეითს არც ერთი შეეძლო და არც მეორე. ამის სანაცვლოდ კომპანია აქტიურად იწყებს შტატების შემცირებას და თეორული იდეების გენერირებას სამომავლო სტრატეგიის შესახებ, რაც ძალიან ჰგავს ჯილ ამელიოს ქმედებას, რომელიც Apple-ის CEO 1996 წელს გახდა.
და Google-ს რა სჭირს?
იმ დროს, როდესაც Microsoft ძლივს ერევა თავის პრობლემებს, ანალიტიკოსები ჯერ კიდევ ცდილობენ გამართლება უპოვნონ იმ პრობლემებს, რაც თავს დაატყდა Google-ს. მათი მოსაზრებით, Google-ის პოლიტიკა, მიბაძოს Microsoft-ს, რაც ეხება ლიცენზიების გაყიდვას, გენიალურია, მოგებაც ცოტა ხანში წამოვა. მნიშვნელობა არ აქვს, რომ რეკლამა მობილურ პლატფორმაზე ისე არ მუშაობს, როგორც კომპიუტერის ბრაუზერში. Google-ის მოგება რეკლამიდან ყოველკვარტალურად მცირდება, მაგრამ ანალიტიკოსებმა ამას ახსნა უპოვნეს. მათი განცხადებით, რეკლამა მობილურ პლათფორმაზე უბრალოდ სხვანაირად მუშაობს. პრობლემა იმაშია, რომ სამაგიდე კომპიუტერების პოპულარობა აღარ იზრდება, მაშინ, როდესაც ინტერნეტ-გიგანტი კარგავს კონტროლს საკუთარ საოპერაციო სისტემაზე Android.
თუმცა აანალიტიკოსები ფრიად შეშფოტებულები არიან Apple-ის მზარდი საბაზრო წილით მობილურ სფეროში, კერძოდ, ჩინურ ბაზარზე, ისინი მაინც პოულობენ Google-ის წარუმატებლობის გამართლებას ამ სფეროში. ამავდროულად მკვლევარები სრულიად აიგნორირებენ იმ ფაქტს, რომ ჩინეთში უკვე დიდი ხანია შექმნილია Google-ის სერვისების საკუთარი ვერსიები.
ახალ ამბებში რატომღაც მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ რომელიმე ჩინურმა ბრენდმა შექმნა iPhone-ის მორიგი კლონი (რომელიც აქტიურად იპყრობს ბაზრის წილს და ართმევს მას Samsung-ს და არა Apple-ს). ხოლო როდესაც ჩინეთში ეშვება Google-ის ინტერენტ-სერვისების მსგავსი სერვისები და რომლებიც ბლოკავენ ამერიკული კომპანიის სერვისებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Google-ს ჩინეთი საერთოდ არ სჭირდება.
ამის ნაცვლად მკვლევარები ხატავენ სულ სხვა სიტუაციას. ვითომდა Google-ის პროდუქტების ასლები, რომლებიც შექმნეს Amazon-მა და ჩინურმა კონკურენტებმა, ხელს უწყობენ Android-ს გავცრელებაში. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს Android — რელიგიური კულტია და არა კომერციული პროექტი. ამ ჭრილში Google ღვთაების როლში გამოდის და არა უბრალოდ მწარმოებლის, რომელსაც ისევე სჭირდება ფული, თუნდაც საკუთარი განვითარების დასაფინანსებლად.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოუვიდოდა Apple-ს 1994 წელს, ის რომ შეეფასებინათ აბსტრაქტული „Mac-კომპიუტერის“ გავრცელების გამო. და ამ დროს კომპანიას არ მიეღო შემოსავალი. მაშინ ასეთი კომპანიის აქციების ფასეულებოაზე ლაპარკიც ზედმეტია. ანდა, მაგალითად, Apple-ის ბაზარი დამოკიდებული რომ იყოს სხვების მიერ მისი ვებ-ძრავის, WebKit-ის გამოყენებაზე, რომლის ლიცენზირებიდან კომპანია ფულს არ ღებულობს. და ამ დროს კომპანია რომ არ გაეყიდა არანაირი პროდუქტი. სინალდვილეში, Apple უფრო მეტ შემოსავალს ნახულობს, ვიდრე Google (2013 წელს Apple-მა მიიღო 171 მლრდ., ძირითადად მობილურ სფეროში, ხოლო Google-მა — 55.5 მლრდ., ძირიტადად არა-მობილური სფეროდან). ჰოდა, ვინ იძახის, რომ Android იმარჯვებს ამ რბოლაში?
ისტორია Apple-ისა და IBM-ის შესახებ
დღეისათვის Apple ტექნოლოგიური მიღწევების ეტალონს წარმოადგენს. მისი პროდუქტებისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინი განსაზღვრავს მოდურ ტრენდებს და შთაგონების წყაროა მიმბაძველებისათვის. კომპანია დინამიურად და მიზანდასახულად ამუშავებს უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფას და მის მაგალითს ბაძავენ ისეთი ბრენდებიც კი, როგორიც Volkswagen-ია. მისი საცალო მაღაზიების მუშაობა ეტალონად იქცა ბევრისთვის, მათ შორის Microsoft-ისა და Samsung-ისათვის, ხოლო ონლაინ-მაღაზიას უნდათ რომ მიბაძონ Amazon-ს, Google-სა და კვლავ Microsoft-ს.
თუმცა 20 წლის წინ Apple მუშაობდა სრულიად სხვა მიმართულებით. თანაც როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დღეს Google და Microsoft იმეორებენ კონკურენტის შეცდომებს.
Apple-ის თავდაპირველი გეგმა IBM-თან პარტნიორობის შესახებ (და არა უბრალოდ ურთიერთდახმარება გაყიდვებში), ძალიან ამბიციური იყო. თანაც, ამ თანამშრომლობაში Apple პირველობას სრულიად უთმობდა თავის პარტნიორს. ამავდროულად, აქ გაერთიანდა სხვადასხვა სტრატეგია და კულტურა, ხდებოდა შიდა დაპირსპირება იმის შესახებ, თუ ვისი მიკრო-ბირთვი უნდა გამოეყენებინათ პროდუქტებში, ვინ შეიმუშავებდა ახალ სამომხმარებლო ინტერფეისს და მომავალი მოწყობილობების დიზაინს და ა.შ.
გეცნობათ სიტუაცია? სწორედ ასეთი სახის სირთულეებს განიცდის Google Samsung-ტან თანამშრომლობისას დღეს. კორეელების უგულებელყოფა არ შეიძლება, Samsung უზრუნველყოფს Android-მოწყობილობების დიდი ნაწილის გაყიდვას და წარმოადგენს Google-ის შემოსავლების წყაროს ამ სფეროში.
კამათი მიდის იმის გარშემოც, Android-ის (ან Chrome OS-ის, ან Tizen-ის) რომელი ვერსია იქნება ინტეგრირებული ახალ გაჯეტებში, ვინ განსაზღვრავს სამომხმარებლო ინტერფეისის გარეგან სახეს და ვინ დარჩება მოგებული ამ შემთხვევაში. ვისი პროგრამები და სერვისები გაივლიან დასტურს და მოხვდებიან მოწყობილობაში, ან აპლიკაციების მაღაზიაში. შედეგად ამას მივყავართ სიტუაციამდე, როდესაც Samsung აწარმოებს ახალ მობილურ პროდუქტს რამდენიმე ბრაუზერით, წიგნების მაღაზიებით, აპლიკაციებით და მედია-შიგთავსით. თავის მხრივ, Google ბაზარზე უშვებს Samsung-ის ისეთ პროდუქციას, რომელიც შემდგომში არ ღებულობს პროგრამულ განახლებას მომხმარებელტან ორწლიანი ხელშეკრულების პერიოდშიც კი. მოკლედ, Google ტოტალური ქაოსის პირობებში მუშაობს.
Microsoft-ის შემთხვევაში კომპანია დიდი ხანი აგვარებდა მსგავს პრობლემებს, მაგრამ ის მოგებას მაინც ნახულობდა Windows-ის ლიცენზირებიდან, თანაც პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის წესები მკაცრად იყო განსხაზღვრული. დღეს ორივე კომპანიას აქვს თავისი მოთხოვნადი პროდუქტები — მათი საოპერაციო სისტემები, რომლებიც უფასოდ რიგდება ნებისმიერ მწაროებელზე. Apple ღებულობს რეკორდულ მოგებას, ყიდის რა მაგალითად iPad-ს, როგორც სრულიად დასრულებულ პროდუქტს.
შედეგად კორპორატიული და ღრუბლოვანი სერვისების ლიდერმა Apple აირჩია პარტნიორად და არა Google, ან Microsoft. აი, ბედის ირონიის ყველაზე ცხადი გამოვლინება.
ვერტიკალური ინტეგრაციის გაკვეთილები ძველი Apple-ისგან
Microsoft-ის ხელმძღვანელობა საკმაოდ ეშმაკი აღმოჩნდა, როთა დროულად გაეაზრებინა, რომ დროა შეწყვიტოს საკუთარი წარუმატებელი პროდუქტების შექმნა და დაიწყოს Apple-ის ბიზნეს-მოდელის კოპირება (დაფიქრდით, ყველა მისი წამოწყება, მაგალითად PlaysForSure, Windows Mobile/Windows Phone და Windows RT სრული კრახით დასრულდა, iPod-ის, iPhone-ისა და iPad-ისგან განსხვავებით). მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი გადასვლის ჩატარება გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე ამას ფიქრობდნენ. კერძოდ, მუსიკალური დამკვრელი Zune, ტელეფონი KIN და პლანშეტი Surface ჩავარდა.
Google-ის შემთხვევაში ყველა მცდელობა გაიმეოროს Apple-ის ვერტიკალური ბიზნესის მოდელი, ასევე წარუმატებლად დასრულდა. ინტერნეტ-გიგანტმა მილიარდები დახარჯა Motorola-ს შესაძენად, მაგრამ ამან ვერ მოიტანა რაიმე საგრძნობი შედეგი, გარდა ხარჯებისა, ისიც მილიარდობით დოლარით რომ განისაზღვრება. შემდეგ იყო ასევე მილეარდების ხარჯვა სტარტაპის Nest-ის შეძენაზე.
როგორ გადაამუშავა Google-მა Copland, Taligent და Performa და შექმნა Android
Android-ის პრობლემების გადასაფარად, Google განაგრძობს მობილური პლათფორმის ახალ-ახალი ვერსიების გამოშვებას, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ მუშაობა და დაფარონ უსაფრთხოების პრობლემები.
Google-ის დეველოპერების განცხადებით, მათ მიერ შექნილი გარემოm, Android Runtime, ბოლო-ბოლო უნდა გამოასწოროს Android-ის ნელა მუშაობის ყველა პრობლემა. იგივეს ამბობდნენ 4.1 ვერსიის გამოშვებისას 2012 წელს, როდესაც ახალ მიკროკოდს უნდა გესწორებინა 4.0 ვერსიის პრობლემები. 4.0-იც თავის მხრივ თავის დროზე წარმოდგენილი იყო, როგორც განახლება, რომელიც წყვეტდა საოპერაციო სისტემის პრობლემებს. აი მანამდე ინტერნეტ-გიგანტის წარმომადჰნლები პრინციპულად არ აღიარებდნენ Android-ის ინტერეფსის ხარვეზებს ზოგადად და აპლიკაციებისა კონკრეულად.
ძველი Apple თავის მხრივ უთავბოლოთ კემსავდა Mac System Software-ს. ამგვარად, Copland-ის დამხარებით კომპანია ცდილობდა სისტემაში დაემატებინა თანამედროვე ფუნქციები, მაგრმა ძალიან ძველ სისტემაში, ფაქტიურად გვამში. ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყოთ და სწორედ ასე მოქცა ჯობსი, 1988 წელს, როდესაც ახალი სისტემისათვის UNIX-ის ბირთვის გამოიყენა.
Android-ისა და Google-ის ამჟამინდელი პრობლემა ზოგადად იმაში მდგომარეობს, რაც ეხება აგრეთვე Microsoft-საც: შეუძებელია უბრალოდ დააკოპირო მთლიანად საოპერაციო სისტემა, რომელიც სტივ ჯობსმა მოიფიქრა. ასე რომ მცდელობა გადაიქცეს Android Copland-ის მსგავს სისტემაში, დაგვიანებულია.
ამის გარდა, Google-ში ფოკუსი გადატანილია იაფფასიან მობილურ მოწყობილობებზე და არა უფრო მომგებიან საშუალო და უმაღლესი კატეგორიის სეგმენტზე. მაგრამ ეს ხომ უკვე იყო Apple-ის ისტორიაში, საკმარისია გავიხსენოთ კომპიუტერების იაფფასიანი ხაზი Performa 1992-1997 წლებში. კარგი იქნება Google-ის ხელმძღვანელობამ ჰკითხოს კოლეგებს Apple-იდან, რამდენად წარმატებული იყო ეს წამოწყება, ან უბრალოდ ისტორია გადაიკითხოს.
წყარო: appleinsider.com