სიახლეები

APPLE-მა რუსული ინტერნეტ-მაღაზიების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

453views

Apple-მა რუსული ინტერნეტ-მაღაზიების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მიზეზი, ეფლის სავაჭრო ნიშნის უკანონოდ გამოყენებაა, – ამის შესახებ rbc წერს. კორპორაცია Apple-ი, სარჩელის მიხედვით, 16,5 მილიონ რუბლს ითხოვს. ექსპერტების ინფორმაციით, რუსეთში 400 ინტერნეტ-მაღაზიაა, რომლებიც სიტყვა apple-ს უკანონოდ იყენებენ. სარჩელი,  Apple,iPad და iPhone-ის სავაჭრო ნიშნებს ეხება, წერს კომერსანტი.  ეფლის სავაჭრო ნიშნისა და ინტელექტუალური საკუთრების, სხვა ინტერნეტ-მაღაზიებსა და საიტების გვერდებზე გამოყენებისთვის, ამერიკული კორპორაცია, მოპასუხეებისგან 16,5 მილიონ რუბლს ითხოვს.

ეფლმა შემდეგ დომენებს უჩივლა: apl-msk.ru, apples-msk.ru, apple-msk.ru, apple.msk.ru, applemsk.ru, apples.msk.ru, applesmsk.ru. ჩამოთვლილი დომენების ადმინისტრატორად, ივან ნემკინი სახელდება. ეფლის წარმომადგენელმა კომენტარზე უარი განაცხადა. ნემკინი ადასტურებს, რომ კორპორაცია ეფლი, სასამართლოთი 16,5 მილიონ რუბლს ითხოვს. ივან ნემკინი აცხადებს, რომ დომენები, ინტერნეტ-მაღაზიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით გააკეთა. “ახლა ყველაფრის დარეგულირებას ვცდილობ და ინტერნეტ-მაღაზიების იურიდიულ მისამართებზე უკვე გავაგზავნე წერილები”, – აცხადებს ივან ნემკინი.

Comments

comments

1 Comment

  1. ნეტა ჩვენი ყველა მატყუარა მაღაზია აწიონ ჰაერში და გასჩინჩლონ. მაგის ღირსები იქნებიან.

Leave a Response