სიახლეები

$74.6 მილიარდიანი შემოსავალი!

246views

Apple-ის ბოლოდროინდელმა გაყიდვებმა ყველანაირ მოსალოდნელ შედეგს გადააჭარბა – კომპანიამ 2015 წლის პირველ ფისკალურ კვარტალში (1 ოქტომბერი – 27 დეკემბრი, 2014) $74.6 მილიარდიანი შემოსავალი აჩვენა, საიდანაც სუფთა მოგებამ 18 მილიარდი დოლარი შეადგინა.

წინა წლის პირველ საფინანსო კვარტალში Apple-ის შემოსავალმა $57.6 მილიარდი შეადგინა. სახეზეა 29.5 პროცენტიანი ზრდა წინა წლის მაჩვენებელთან შეედარებით, რომელიც ძირითადად განაპირობა საშობაო პერიოდში iPhone 6 და 6 Plus სმარტფონების სარეკორდო გაყიდვებმა და ჩინურ ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანმა, 70-პროცენტიანმა ზრდამ. კომპანიამ ასევე გააორმაგა iPhone-ის გაყიდვები სინგაპურსა და ბრაზილიაში.

ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 2014 წლის ბოლო 3 თვეში Apple-ის შემოსავალი $67.6 მილიონი იქნებოდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, Apple-მა ყველა პროგნოზს გადააჭარბა. კომპანიამ, მოცემულ პერიოდში, 74.5 მილიონი iPhone-ი (ნავარაუდევი 65.7 მილიონის ნაცვლად) და 21.4 მილიონი iPad-ი გაყიდა.

Comments

comments

Leave a Response