სიახლეები

უფრო დეტალურად: რას შემოგვთავაზებენ iOS 9-ში

145views

Apple-მა თავის WWDC 2015-ის ღონისძიებაზე მობილური ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია iOS 9 წარმოგვიდგინა, ამ სტატიაში გაგაცნობთ რა სიახლეები ამ ახალ ვერსიაში.

Apple-მა წინა ვერსიებთან შედარებით გაცილებით ჭკვიანი ოპერაციული სისტემა iOS 9 წარმოგვიდგინა, ძირითადი სიახლე Apple-ის აპლიკაციებს და ხმოვან ასისტენტს Siri-ს შეეხო, ეს უკანასკნელი მეტად მგრძნობიარე და ჭკვიანი გახდა, მაგალითად თუ თქვენ უსმენთ საყვარელ მუსიკას დილით, ყურსასმენების მიერთებისას გაიხსნება მუსიკის აპლიკაცია და ჩაირთვება ის მუსიკა, რომელიც თქვენთვის საყვარელია, ეს მხოლოდ მაგალითია იმ უამრავი თვისებებიდან რაც Siri-ს შესაძლებლობებში შედის. თუ თქვენ შემოგივათ უცნობი ზარი, ხმოვან ასისტენტს თუ სთხოვთ, მოგიძებნის თუ ვის ეკუთვნის უცნობი ზარი. თქვენ შეგიძლიათ ხმოვან ასისტენტს დაამახსოვრებიოთ ფოტო, ვიდეო ან საიტი და როცა დაგჭირდებათ გაიხსენება, უბრალოდ სთოვთ Siri-ს და გაჩვენებთ დამახსოვრებულ მასალას.

დაემატა კლავიატურით ძებნა და ხმოვანი ასისტენტის დახმარებით ძებნა “Home” ეკრანზე.

Siri იმახსოვრებს ადამიანებს რომლებსაც ხშირად ეკონტაქტებით, აპლიკაციებს რომელბსაც ხშირად იყენებთ, ადგილებს სადაც თვქვენ დადიხართ (რესტორნები, სასტუმროები, ბენზინგასამართ სადგურები) და რა სიახლეებს ეცნობით, ამ ყველაფერს კი ხმოვანი ასისტენტი იმახსოვრებს და გთავაზობს დროის სხვადასხვა მომენტში. დროთა განმავლობაში Siri შეისწავლის თქვენს ხასიათებს და უფრო მეტად მორგებული გახდება თქვენს ხასიათებთან.

Siri-ს დახმარებით თქვენ შეგეძლებათ გაიგოთ ვალუტა, ამინდის პროგნოზი, ფასები, სპორტული ქულა ან გამოათვლევინოთ 56.78 დოლარის 18 პროცენტი რამდენი და რა თქმა უნდა ის გიპასუხებთ სწორათ, თუმცა ეს მაგალითად მოვიყვანე, რა თქმა უნდა ნებისმიერი სირთულის გამოთვლა შეულძია სხვადასხვა კომბინაციებით

რუკებს დაემატა ახალი ტრანზიტების ხედვა , რომელიც ასევე მოიცავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არნიშნული სატრანზიტო და სადგურების რუკა განსაზღვრავს საუკეთესო მარშრუტს, Siri-ს კი შეუძლია ეს ყველაფერი სიტყვებით გადმოსცეს.

ჯერჯერობით აღნიშნული რუკის გამოყენება შესაძლებელია Baltimore, Berlin, Chicago, London, Mexico City, New York, Philadelphia, San Francisco, Toronto, Washington D.C. და ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში.

რუკა ასევე შეუძლია გაჩვენოს გასართობი ადგილები, რესტორნები, სასტუმროები და სავაჭრო ადგილები.

iCloud Drive-ის აპლიკაციით თქვენ შეგიძლია უკვე ნახოთ ისეთი მასალები, რომელიც ამ აპლიკაციაში არ იმყოფება ანუ არ ინახება.

ელექტრონულ ფოსტაში შესაძლებელი გახდა ფაილების მიმაგრება, ფაილების დამატება შესაძლებელია iCLOUD-იდან და Dropbox-იდან, თუმცა PDF ფაილების მიმაგრებას შეძლებთ პირდაპირ სმარტფონიდან.

Apple Pay-ს დაემატა სხვადასხვა მაღაზიის საკრედიტო ბარათები…….JCPenney, Kohl,  Dunkin Donuts, Walgreens და Panera Bread.

IPad- ის ეკრანზე კლავიატურის არის ახალი დიზაიით, სადაც ზემოთა პანელზე განლაგებულია რედაქტირების იარაღები, მაგალითად დაჭრის, დაკოპირების და გადატანის, ფორმატის შეცვლის და ტექსტის სწრაფი შეცვლა.

სმარტფონზეც და ტაბლეტზეც დაემატა ორი თითით გაკეთებული ჟესტის ფუქნცია, რითაც თქვენ შეგეძლებათ ტექსტის სწრაფად შერჩევა, დაკოპირება და გადატანა.

გაუმჯობესდა ენერგო ეკონომიურობა და დაემატა Low Power რეჟიმი, რომელიც თიშავს არასაჭირო აპლიკაციებს, ელექტრონულ ფოსტას, სოციალურ ქსელებს, ანიმაციურ გამოსახულებებს და აპლიკაციების განახლებებს, ამით რაც შეიძლება მაქსიმალურად გიხანგრძლივებთ ენერგო მოხმარების ხანგრძლივობას.

iOS9 მოითხოვს მხოლოდ 1.3 გიგაბაიტიან სივრცეს ინსტალაციისათვის, წინა თაობის ოპერაციული სისტემა 4.58 გიგაბაიტს მოითხოვდა და ეს ასე თუ ისე პრობლემური იყო 16 გიგაბაიტიანი მოწყობილობების მომხმარებლებისთვის.

iOS9 ასევე მოითხოვს პაროლად დააყენოთ 6 ციფრი 4-ის ნაცვლად, რაც თქვენი სმარტფონის დაცვას უზრუნველყოფს.

ამ სტატიით შევეცადე ყურადღება გამემახვლიებინა iO9-ის მნიშვნელოვან სიახლეებზე, რა თქმა უნდა არის წვრილმანი სიახლეებიც.

Comments

comments

Leave a Response