სიახლეები

შესაძლოა iPhone-ს Home ღილაკი აღარ ქონდეს

208views

თუ ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, Iphone-მა შესაძლოა მისი მთავარი მახასიათებელი Home ღილაკი დაკარგოს. Apple მუშაობს ჩიპზე, რომელიც ეკრანზე თითის ანაბეჭდის სენსორის განთავსებით Home ღილაკის საჭიროებას უარყოფს. როგორც ამბობენ, ახალი ჩიპი სრულად ჩაჯდება მომავალი iPhone-ის დიზაინში, რომელიც ულტრა თხელი და ასეთივე ვიწრო ეკრანით გამოვა.

ჭორებს ამყარებს ტაივანური საინფორმაციო სააგენტო DigiTimes, რომელიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ კომპანიამ აქციების დაახლოებით 5% ინტერფეისის ფირმას Synaptics-ს გადასცა. Apple-მა აჩვენა მზადყოფნა, რომ სურს დაარღვიოს რკინის დიზანის კონცეფცია, რომელსაც საფუძველი სტივ ჯობსმა ჩაუყარა. ამის მაგალითია iPhone 6 Plus. თუმცა, ჯობსი არ იქნებოდა აღფრთოვანებული ფორმატით. ,,თქვენ არ შეგიძლიათ მისთვის ხელის შემოწვდენა“, – ასე დაახასიათა 2010 წელს ჯობსმა Android ტელეფონები. „მათ არავინ იყიდის“. სავარაუდოდ, iPhone Home ღილაკის გარეშე 2017 წელს გამოვა.

Comments

comments

Leave a Response