სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტი Apple-ის პარტნიორი გახდა

172views

საქართველოს უნივერსიტეტი პირველი ქართული საგანმანათლებლო ინსტიტუტია, რომელმაც მოიპოვა Apple-ის iOS University Developer Program-ის წევრობა და ლიცენზია.

აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, საქართველოს უნივერსიტეტს საშუალება ეძლევა სტუდენტებს ასწავლოს iOS აპლიკაციების დეველოპმენტი iOS SDK-სა და სხვა Apple ტექნოლოგიების გამოყენებით. პროგრამა გათვლილია მხოლოდ იმ უმაღლეს სასწავლებლებზე, რომლებიც აპირებენ iOS დეველოპმენტის კურსების ინტეგრირებას საუნივერსიტეტო პროგრამებში (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).

საქართველოს უნივერსიტეტში 2015 წელი IT სკოლის რევოლუციური განვითარების წელია, ამიტომ ეს სიახლე მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო პროგრამებისა და UG Lemondo მობილური აპლიკაციების ტრენინგ ცენტრის iOS დეველოპმენტის კურსების განვითარებისთვის.

Comments

comments

Leave a Response