სიახლეები

Taylor Swift-მა Apple Music-ის სერვისიდან საკუთარი ალბომი ამოიღო

191views

ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის განცხადებით, მისი ახალი ალბომი ”1989” Apple Music-ის სერვისზე ხელმისაწვდომი არ იქნება.

მომღერალმა ღია წერილით მიმართა კომპანია Apple-ს, სადაც აღნიშნავს, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში Apple არაფერს გადაუხდის მომღერლებს, რის გამოც ტეილორ სვიფტი უარს ამბობს მისი ალბომის Apple Music-ის საშუალებით გავრცელებაზე.

”Apple Music პირველი სამი თვის განმავლობაში არაფერს გადაუხდის სიმღერის ავტორებს, პროდიუსერებსა და მომღერლებს”, – აღნიშნავს ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი.
მისივე განმარტებით, ეს უსამართლობაა, რადგან Apple-ს საკმარისად ბევრი ფული აქვს იმისთვის, რომ ეს ხარჯები დაფაროს.

”ჩვენ ვიცით, რომ Apple ასტრონომიულად მდიდარი კომპანიაა და ვიცით, რომ ამ კომპანიას აქვს საკმარისი თანხები იმისთვის, რათა ამ სამი თვის განმავლობაში ფული გადაუხადოს მომღერლებს, სიმღერის ავტორებსა და პროდიუსერებს მაშინაც კი, თუ სერვისის მომხმარებლები არაფერს იხდიან ამ სამი თვის განმავლობაში”, – აღნიშნა ტეილორ სვიფტმა.

ტეილორ სვიფტის ბოლო ალბომის გარდა, Apple Music-ზე ყველა მისი სიმღერა იქნება ხელმისწავდომი.

Apple Music-ის სერვისი მსოფლიოს 100 ქვეყანაში 30 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი. პირველი სამი თვის განმავლობაში მომხმარებლები სერვისით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ, შემდეგ კი ყოველთვიურად 10 დოლარის გადახდა მოუწევთ. სერვისი შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება ანდროიდისა და Windows-ის მომხმარებელთათვისაც. სერვისის კატალოგში 30 მილიონზე მეტი კომპოზიცია იქნება ატვირთული. აპლიკაცია ინტეგრირებულია ხმოვანი ძებნის სისტემა Siri-სთან, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს, მაგალითად, 1994 წლის დეკემბრის ჩარტის ლიდერი სიმღერის მოძებნასა და მოსმენას.

Comments

comments

Leave a Response