სიახლეები

Apple მზად არის საგადასახადო პოლიტიკას გადახედოს

224views

25 წლის ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის ღია წერილის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი Apple მზად არის კუთვნილი თანხა გადაუხადოს ყველა იმ შემსრულებელს, პროდიუსერსა და სიმღერის ავტორს, ვისი მუსიკაც Apple Music-ის სერვერზე იქნება ხელმისწავდომი.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტეილორ სვიფტმა უარი თქვა, რომ მისი ბოლო ალბომი ”1989” Apple Music-ს უფასოდ გამოეყენებინა. მომღერალმა გუშინ ღია წერილით მიმართა კომპანია Apple-ს, სადაც აღნიშნავდა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში Apple არაფერს გადაუხდის მომღერლებს, რის გამოც უარს ამბობდა მისი ალბომის Apple Music-ის საშუალებით გავრცელებაზე.

”გვესმის შენი ნათქვამი. გვიყვარხარ. Apple”, – დაწერა ”ტვიტერზე” კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი კიუმ.

Apple Music-ის სერვისი მსოფლიოს 100 ქვეყანაში 30 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი. პირველი სამი თვის განმავლობაში მომხმარებლები სერვისით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ, შემდეგ კი ყოველთვიურად 10 დოლარის გადახდა მოუწევთ. სერვისი შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება ანდროიდისა და Windows-ის მომხმარებელთათვისაც.

სერვისის კატალოგში 30 მილიონზე მეტი კომპოზიცია იქნება ატვირთული. აპლიკაცია ინტეგრირებულია ხმოვანი ძებნის სისტემა Siri-სთან, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს, მაგალითად, 1994 წლის დეკემბრის ჩარტის ლიდერი სიმღერის მოძებნასა და მოსმენას.

Comments

comments

Leave a Response