მიმოხილვა

WWDC 2015 — მოლოდინები და შედეგები

306views

Apple-ის დეველოპერთა სპეციალურმა ღონისძიებამ WWDC 2015 არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა როგორც დამსწრეებზე, იმ აგრეთვე მილიონობით ადამიანზე, რომლემაც ამ ღონისძიებას ცოცხალ ეთერში უყურა. კომპანიამ კუპერტინოდან წარმოგვიდგინა ახალი პროდიქტები, ძირითადად საოპერაციო სისტემების განახლებები და როგორც ყოველთვის, One More Thing… თუმცა, მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს.

OS X El Capitan

Mac კომპიუტერების საოპერაციო სისტემის ახალმა ვერსიამ ასევე ახალი სახელი მიიღო, OS X El Capitan. ძირითადი სიახლეები კონცენტრიებულია სისტემის კიდევ უფრო უკეთ მოხმარებისა და უსაფრთხოების სიბრტყეში.

კიდევ ერთი სიახლე, Apple-მა ხმარებიდან ამოიღო საოპერაციო სისტემის ციფრული ნიშნული. ყოველ შემტხვევაში პრეზენტაციაზე ის არ გაჟღერდა. პირადად მე მას 10.11 ნომრით მოვიხსენიებ, რომ არ დაირღევს ლოგიკური თანმიმდევრობა. სამაგიეროდ, დასახელება ფრიად საინტერესო გახლავთ. El Capitan — ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთა გახლავთ, რომელიც განთავსებულია, ვინ წარმოიდგენდა, იოსემიტეს ეროვნულ პარკში. შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელი შემთხვევეით არ ყოფილა არჩეული, El Capitan Yosemite-ს გაუმჯობესებული ვარიანტი გახლავთ.

როგორც ყოველთვის, საოპერაციო სისტემების ანსონს WWDC-ზე კრეიგ ფედერიგი აკეთებს. ამჯერადაც მისი პრეზენტაცია უმაღლესი ხარისიხით გამოირჩეოდა და რასაკვირევლია მრავლად იყო გაჯერებული იუმორით. ჯერ, როგორც წესია, მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია წინამორბედი საოპერაციო სისტემის შესახებ. აღმოჩნდა, რომ 8 თვის განმავლობაში Yosemite მოხმარებელთა 55%-მა დააყენა, მაშნ როდესაც Windows 8.1-მა მხოლოდ 7%-ს მიაღწია.

ახლა მოდი გადავიდეთ El Capitan-ში დამატებულ სიახლეებზე. მათ შესახებ პრეზენტაციაზე არც ისე ბევრი ითქვა. Apple-მა ყურადღება ძირითადად გაამახვილა საოპერაციო სისტემის განვითარების ორ ძირითად ასპექტზე: გამოყენების მოხერხებულობაზე და წარმადობაზე. მოდი პირველით დავიწყოთ.

El Capitan: გამოყენების მოხერხებულობა

Apple-კომპიუტერის ნებისმიერი გამოყენება როგორც წესი ამ კომპიუტერის ძილის რეჟიმიდან გამოყვანით იწყება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კურსორის მოძებნით ეკრანზე. Apple-მა იზრუნა მომხმარებლებზე და გაუადვილა ამოცანა. იმისათვის რომ კურსორი ვიპოვნოთ, საკმარისია ან გავანჯღიოთ მაუსი, ან ტრეკპედზე თითი გავუსვათ რამდენჯერმე სწრაფად. შედეგად კურსორი ზომაში მოკატებს რამდენჯერმე, თითქოს ბუშტი გაბერესო. ახლა მისი არდანახვა უკვე შეუძებელია და კურსორი ისევ დაუბრუნდება თავის ჩვეულ ზომას. ამის გარდა კომპანია მუშაობს ახალ სამომხმარებლო ჟესტებზე ტრეკპადისათვის. მაგალითად, ორი თითის მოძრაობით ადვილად შეძლებთ ელფოსტის პროგრამაში წერილის წაკითხულად მონიშვნას, ან მის წაშლას.

ცვლილებები იქნება ასევე ინტერნეტ-ბრაუზერში Safari. ახლა შესაძლებელი იქნება გახსნილი ვებ-გვერდის მიჭიკარტება ჩანართების ზოლზე, რათა მუდმივი წვდომა გქონდეთ მათთან. აღსანიშნავია, რომ ამგვარად მიმაგრებული ჩანართები არ გაქრება ბრაუზერის დახურვის შემდეგ. კიდევ ერთი სიახლე ბრაუზერისათვის გახლავთ შესაძლებლობა გამორთოთ ამათუიმ ჩანართზე ხმოვანი ბილიკი. სასიამოვნო წვრილმანია ნამდვილად.

მეორე წელია Apple სერიოზულ ცვლილებებს ახდენს Spotlight-ში. ჯერ ერთი, ფედერიგიმ გვიჩვენა მისი აზრით მთავარი ინოვაცია: ამ საძიებო ფანჯრის გადათრევისა და ზომების ცვლილების შესაძლებლობა. დამსწრე საზოგადოებას ეს ფრიად მოეწონა. მეორეც, ძებნა El Capitan-ში ახლა შესაძლებელია ჩვეულერივი ადამიანური ენით. მაგალითად, შეგიძლიათ Finder-ში დაწეროთ „დოკუმენტები, რომლებიც შევქმენი ივნისში“ და ძებნის შედეგებში გამოჩნდება საჭირო დოკუმენტები. რასაკვიველია ინგლისურ ენაზე უნდა იყოს ბრძანება. ქართულად არა. იგივე ეხება საფოსტო პროგრამასაც. საოპერაციო სისტემის ახალ ვერსიაში ძებნის ხარისხმა ფრიად იმატა, მოკლედ.

როგორც იქნა მოვიდა დრო ვისაუბროთ ფანჯრებთან მუშაობის ახალ შესაძლებლობებზე. Apple-მა გააუმჯობესა El Capitan-ის სრულეკრანიანი რეჟიმი. ახლა მრავალი სისტემური აპლიკაცია ადაპტირებულია მთელ ეკრანზე მუშაობის რეჟიმისათვის. მაგალითად საფოსტო პროგრამაში ახალი წერილის დაწერისას შესაძლებელია რამდენიმე ახალი წერილის ერთდროულად მომზადება.

დიდი ხნის განავლობაში ბევრი თვლიდა, რომ ორფანჯრიანი მუშაობის პრინციპი iPad-ის პრეროგატივა იქნებოდა, მაგრამ კუპერტინოში გადაწყვიტეს ჩვენი გაოცება. El Capitan-ში დაემატა ახალი რეჟიმი, SplitView — სრულფასოვანი მუშაობა ორ ფანჯარასთან სრულეკრანიან რეჟიმში. მომხმარებელი თვითონ ქმნის ორი პროგრამის წყვილს. ამისათვის ის ჯერ მწვანე ღილაკს აჭერს ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში, ხოლო ამის შემდეგ ის ირჩევს წყვილს გახსნილ აპლიკაციებს შორის. მსგავსი ცვლილება შეეხო აგრეთვე Mission Control-საც, აგრეთვე Spaces-საც. El Capitan-ში მოსახერხებელი იქნება რამდენიმე სამუშაო დაფასთან მუშაობა, თითოეულზე განთავსებული იქნება წყვილი აპლიკაცია, ან ერთი სრულეკრანიანი.

El Capitan: წარმადობა

ფედერიგიმ მოიყვანა რამდენიმე ნიშნული, რომლებსაც მიაღწია Apple-მა საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიის შექმნისას. მაგალითად, აპლიკაციები 1.4-ჯერ უფრო სწრაფად იტვირთება, ვიდრე ადრე. გაშვებულ აპლიკაციებს შორის გადართვა ორჯერ უფრო სწრაფად ხდება, ხოლო PDF-ფაილის გახსნა 4-ჯერ უფრო სწრაფად. El Capitan ნამდვილად რეაქტიული სისწრაფით მუშაობს.

საკვანძო ანონსი წარმადობის საკითხში გახდა Metal-ტექნოლოგიის გადატანა Mac-ში. გასულ წელს Apple-მა წარმოადგინა აღნიშნული ტექნოლოგია iOS 8-ში. ეს ტექნოლოგია შესაძლებლობას აძლევსაპლიკაციას იქონიოს პირდაპირი წვდომა სმარტფონის აპარატურულ ნაწილთან, ხოლო ახლა უკვე კომპიუტერთანაც საოპერაციო სისტემის გვერდის ავლით. სხვა სიტყვენით რომ ვთქვათ, დეველოპერებს ახლა უკვე არაფერი არ აყოვნებს სრულ სიმძალვრეზე ჩართონ ფანტაზია. და მარჯვე ხელებიც.

რასაკვირველია, Metal-ის გამოყენება შესაძლებლობას მისცემს შეიქმნას ლამაზი ვიზუალური ეფექტები. ერთ-ერთი მათგანი წარმოგვიდგინა კომპანიამ Epic. თამაში სახელად Fortnite სრულად იყენებს ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებს Mac-ზე. თამაში გაყიდვაში შემოდგომაზე გამოვა, ხოლო Apple-თან თანამშრომლობაზე უკვე განაცხადეს ინდუსტრიის გიგანტებმა: Adobe, Blizzard, Autodesk, Aspyr, Unity, 2K და სხვები. შედეგად, El Capitan-ში ჩვენ გველოდება მრავალი კარგი და ლამაზი აპლიკაცია, მათ შორის თამაშებიც!

El Capitan-ის ანონსის ბოლოს გასაგები გახდა, რომ კადრს მიღმა დარჩა 30-ზე მეტი სიახლე. მათ შესახებ Apple მოგვიყვება შემოდგომის სპეციალურ ღონისძიებაზე, როდესაც მოხდება ახალი საოპერაციო სისტემის გამოსვლა ბაზარზე.

El Capitan-ის ბეტა-ვერსიის დაყენება შესაძლებელია დღესვე. ამისათვის თქვენ დეველოპერი უნდა იყოთ. თუ არ ხართ, დაელოდეთ ივლისს, როდესაც დაიყყება საჯარო ბეტა-ტესტირება.

სიახლეები iOS 9-ში

რაო, რას ამბობდნენ ანალიტიკოსები iOS 9-ზე? ძირითადი აქცენტი სტაბილურობაზე და ოპტიმიზაციაზე იქნება და სიახლეებს არ უნდა ველოდოთო. მათი პროგნოზის პირველი ნაწილი გამართლა, მეორე — არა. iOS 9-ში საკმაოდ ბევრი სიახლეა და ახლა მათ შესახებ ვისაუბროთ.

კვლავაც, მობილური საოპერაციო სისტემის სიახლეებზე კრეიგ ფედერიგიმ ისაუბრა. პრეზენტაციის დასაწყისში კიდევ ერთხელ სტატისტიკა: მომხმარებელთა 83%-მა დააყენა iOS 8, მაშნ როდესაც Android-ის მხოლოდ 12% სარგებლობს ამ სისტემის მეხუთე ვერსიით.

კი ბატონო, შეგვიძლია არგუმენტად ის ჩავთვალოთ, რომ iPhone-ისა და iPad-ის მოდელები რიცხვი მცირეა, ხოლო ანდროიდის — უთვალავი, მაგრამ ეს ჩვენ გვაღელვებს? არა. მოკლედ, ფედერიგიმ არ გაუშვა შანსი ხელიდან და მწარედ დააჭირა ბებერებზე კონკურენტებს. სამწუხაროდ Google-ს ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით არაფერის გაკეთება არ შეუძლია, პლათფორმის გავრცელების თავისებურებიდან გამომდინარე. მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ iOS 9-ს.

Apple-ის ვიცე-რეზიდენტმა თავიდანვე მონიშნა, მობილური პლათფრომების რა ასპექტებს შეეხო აქტიურად, კერძოდ:

ინტელექტი (Siri ცოტა უფრო მეტად დაჭკვიანდა);
ჩადგმული აპლიკაციები;
iPad (ხელახლა გამოიგონეს);
პლათფრომის საფუძველი (ავტონომიურობა, წარმადობა, დაცულობა).

iOS-ის მეგა-ტვინი

Apple აგრძელებს Siri-ს გაუმჯობესებას, მისი ძირითადი ფუნქციონალის გამუჯობესებითა და დამატებით.

სხვათაშორის, იცოდით, რომ Apple-ის სერვერები კვირის განმავლობაში Siri-ს მილიარდ მოთხონას ამუშავებენ? ეს ალბათ ბევრია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ რაც უფრო მეტია მოთხოვნა, მით უფრო ჭკვიანი ხდება სერვისი. ახლა ის 40%-ით უფრო ზუსტად არკვევს პატრონის სურვილს გასულ წელთან შედარებით. მაგრამ ასისტენტი სწავლობს არა მარტო მოთხოვნების საფუძველზე, პროგრამისტებისა და მეცნიერების დიდი ჯგუფი მუშაობს Siri-ს შესაძებლობების მომატებაზე. შედეგად ჩვენ მივიღეთ უამრავი სიახლე და მათ შორის ფუქნცია Proactive. უნდა ითქვას, რომ ის ძალიან გაქვს Google Now-ს, მაგრამ მაინც განსხვავებულად მუშაობს.

მაგალითად, თუ თქვენ დილით ვარჯიშობთ, სერვისი შეგახსენებთ, თუ რა მუსიკას უსმენთ ამ დროს ჩვეულებრივ და ავტომატურად ჩართავს დამკვრელს, როგორც კი ტეელფონს მიუერთებთ ყურსაცვამს. შეგახსენებთ, რომ ასისტენტის ასეთი ინციატივა დროსთან მჭდრო კავშირიშია. თუ სადოლობისას რაიმე წყნარი მუსიკის მოსმენა გიყვართ, მიიღებთ წყნარ მუსიკას, ხოლო ვარჯიშისას უფრო ენერგიულს. თითქოს წვრილმანია, მაგრამ ფრიად სასიამოვნო წვრილმანი. სხვათაშორის, თუ ტეელფონს მიუერთებთ ავტომობილის აკუსტიკას, ჩაირთვება ის აუდიო-წიგნი, რომელსაც უსმენდით მანამდე და სწორედ იმ ადგილიდან, სადაც შეწყვიტეთ მოსმენა.

მაგრამ ეს რომ იტყვიან, ყველაზე მარტივი მაგალითებია. აი უფრო რთული ვარიანტი. მაგალითად, გირეკვათ ვინმე, ვინც არ გყავთ დამატებული მისამართების წიგნში, თქვენ ხედავთ ნომერს ეკრანზე, თიტქოს გეცნობათ, მგონი გინახავთ რომელიღაც წერილში. მაგრამ ისე მოხდა რომ დაგავიწყდათ მისი დამატება კონტაქტებში — ხომ ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სისტემა ავტომატურად იპოვნის ტეელფონის ამ ნომერს და ზარის შემოსვლის დროს დაგიწერთ სავარაუდო ვიზავის სახელსა და გვარს!

შეხსენებების სისტემა ასევე კარდინალურად განახლდა. მაგალტად მოვიდა წერილი მნიშვენლოვანი ადამიანისაგან და მა წერილში არის რაიმე ღონისძიების კალენდარული ჩანაწერი — ის ავტომატურად დაემატება თქვენს კალენდარში. თუ თქბენ დაგეგმეთ რაიმე ღონისძიება (მაგალითად, მგზავრობა), სისტემა დაითვლის დროს, როდის უნდა გამოხვიდეთ და რათქმაუნდა შეგახსენებთ ყველაფერს. უფრო მეტიც, Siri-ს შეუძილია ამოიცნოს შიგთავსი ეკრანზე. წარმოიდგინეთ, რომ მიირეთ წერილი მეგობრისაგან და ის გთხოვთ წამოიღოთ მაგალითად ხმამაღლა მოლარაკეები. გამოიძახეთ Siri და სთხოვეთ, რომ მან შეგახსენოთ ამის შესახებ. „ამის“ ქვეშ იგულისხმება სოწრედ ის ნივთი, რომლის ფოტო, ან დასახელება არის წერილში. შედეგად ასისტენტი თვითონ შექმნის საჭირო ჩანაწერს ტეელფონში და შეგახსნეებთ აუცილებლად. საინტერესო სტატია ნახეთ, რომელიც დღეს უნდა წუაკითხოთ აუცილებლად? სთხოვეთ Siri-ს ამის შესახებ და საჭირო დროს ის ამას შეგახსენებთ.

iOS 9 თვალყურს ადევნებს აპლიკაციებს, რომლებიც გაშვებულია, ადგილებს, სადაც ეს ხდება და დროს, როცა ეს ხდება. ამ ინფორმაციაზე დყრდნობით შემდგომში ადვილდება მოწყობილობასთან მუშაობა. შეხსენებები მიმდინარე ადგილმდებარეობის მიხედვით, აპლიკაციის გაშვება საჭირო დროს და ა.შ. თითქოს ფანტასტიურად ჟღერს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ შემდოგომაზე ჩვენ ამას ყველაფერს ვიხილავთ ცოცხლად. მაგრამ, ეს ჯერ ყველაფერი არ არის.

სინამდვილეში სხვადასხვა წვრილმანი სიახლე ათობითაა: წერილში რამდენიმე ადამიანს ამატებთ — სისტემა თვითონ გიკანრნახებთ საჭირო ადამიანებს, მათ ვისაც ხშირად ამატებიდით ერთად. მობილურმა Spotlight-მა ისწავლა იმ აპლიკაციების შემოტავაზება, რომლებიც შესაძლოა ახლა თქვენ გჭირდებათ. ასევე ადამიანების, საჭირო საინტერესო ადგილების და ა.შ.

აგრეთვე Siri-ს ახალი დიზაინი აქვს და ელექტრონულ ასისტენტს შუძლია ეძებოს და გაჩვენოთ ფოტო გარკვეული მოთხოვნის მიხედვით („დაბადების დღე მაისში“, „ღონისძიება ივნისში“ და ა.შ.).

ამის გარდა, ძებნის ინტერფეისში გაჩნდა ღილაკი „უკან“, რათა ადვილად გადაადგილდეთ ძებნის შედეგებს შორის. და დასერტად — Apple-მა გამოუშვა Spotlight API, რაც საშულებას მისცემს დეველოპერებს დაამატონ ფუნქციები. მაგალითად, ეტყვით Siri-ს: „მინდა შემწვარი კარტოფილი მექსიკურად“ და ასისტენტი გაუშვებს კულინარიულ აპლიკაციას საჭირო ჩანაწერის ჩვენებით.

ამ თემაზე საუბრის დასასრულს კრეიგ ფედერიგიმ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ არანაირი პირადი ინფორმაცია არ გაცდება თქვენს მოწყობილობას — ყველაფერი დაშიფრულად და საიმედოდ ინახება გაჯეტში. ანუ, Siri არ გადასცემს ინფორმაციას Apple-ის სერვერებზე, ყველაფერი მხოლოდ ლოკალურად მუშავდება.

სისტემური აპლიკაციები გაუმჯობესდა

iOS-ის ყოველი ახალი ვერსიის გამოსვლისას Apple აუმჯობესებს თავის სისტემურ აპლიკაციებს, ხოლო ხანდახან სრულიად ახალ რამეს გვთავაზობს. ამჯერად ყველაფერი ცოტ-ცოტა სახით მივიღეთ.

Notes

დიდი ხანია ველოდით, როდის მიაქცევდა ყიარდღებას Apple თავის ელქტრონულ და მულტიპლათფორმულ ბლოკნოტს. ის ძალიან მოსახერხებელია იმ თვალსაზრისით, რომ ხელმისწავდომია როგორც Mac-ზე, აგრეთვე iOS-მოწყობილობებზე და სინქრონიზაცია ღრუბლოვანი სერვერების საშუალებით ხდება. მაგრამ აქვს დიდი მინუსი, ის ძალიან უბრალოა. ახლა ყველაფერი კარდინალურად იცვლება. აპლიკაციას დაემატა ხელსაწყოთა ზოლი, სადაც ადვილად შეძლებთ ტექსტის სტილის გასწორებას, ან სიის შედგენას, აგრეთვე პირდაპირ ბლოკნოტში შეიძლება ფოტოებისა და ბმულების დამატება, ეს უკანასკნელი არა მარტო ერთი დაწკაპუნებით იხსნება Safari-ში, არამედ ლამაზად გაფორმებული მინიატურაც გააჩნია ტექსტში. მეტიც, თუ რაიმეს დახტვა გსურთ, შესაბამისი ხელსაწყოთი ახლა ეს შესაძლებელია.

ხოლო რომ არ დაიკარგით უამრავ ჩანაწერში, ფოტოში და სხვა სახის შიგტავში, ბლოკნოტში გაჩნდა ძებნის დამატებითი მენიუ. რათქმაუნდა, ყველა ეს სიახლე ხელმისაწვდომი იქნება ყველა პლათფორმაზე.

რუკები

როგორც Siri, Apple-ის რუკებიც კიდევ უფრო უკეთესი ხდება, ასევე კომპანია ყოველკვირეულად ამუშავებს 5 მილიარდ მოთხოვნას რუკის ინფორმაციაზე. პროფესიონალი კარტოგრაფების დახმარებით სერვისი სულ უფრო სერიოზული კონკურენცია ხდება Google-ის რუკების.

მთავარი სიახლე ამ ეტაპზე არის საზოგადოებრივი ტრასნპორტის მხარდაჭერა. ამასთან ეს უბრალოდ ნიშნული კი არ არის რუკაზე, ან მოძრაობის გრაფიკი. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ მოძრაობის სვლაგეზი და სისტემა ავტომატურად და ყევლაზე ეფექტურად გაგიკვლევთ გზას სხვადასხვა სახის ტრასნპორტის გამოყენებით. ამასთან ერთად დაგიგეგმავთ ფეხით მოძარობის გზასაც, თუ ორ წერტილს შორის მხოლოდ ამ სახით არის შესაძლებელი გადაადგილება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ათეულ მსხვილ ქალაში არის შესაძლებელი.

როგორც იქნა გაჩნდა ძებნის შესაძლებლობა ინტერესების მიხედვით და უახლოესი წრტილების ჩვენებით, მაგალიტად კაფე, მაღაზია, მუზეუმი, მუნიციპალური სამსახური და ა.შ. სასუამოვნო ბონუსი — იმ დაწესებულების გვერდით, რომელშიც იღებენ გადახდას Apple Pay-ს საშუალებით, შესაბამისი ნიშნული გამოჩნდება.

ახლა გადავიდეთ პრეზენტაციის ყველაზე საინტერესო ნაწილზე.

მძლავრი iPad

დიახ მეგობრებო, ჩვენ ამას დიდხანს ველოდით, ძალიან დიდხანს. Apple-მა როგორც იქნა გააუმჯობესა ეკრანული კლავიატურა. მართლაც, სასაცილო იყო უკვე, როდესაც კლავიატურა ვერტიკალურ რეჟიმში უკეტესი იყო, ვიდრე ჰორიზონტალურში. ახლა ყველაფერი შეიცვალა.

გაჩნდა გაცვლის ბუფერთან მუშაობის კლავშები, აგრეთვე მრავალი მალსახმობი კლავიში, რომლებიც იცვლიან მდგომარეობას აპლიკაციიდან გამომდინარე. ეს სიახლე ჩვენ უკვე ვიხილეთ iPhone 6 Plus-ში. აი რაც რეალურად მაგარია, ეს გახლავთ კურსორის მართვის შესაძლებლობა ორი თითის მეშვეობით. ფაქტიურად ამ დროს კლავიატურა ტრეკპედათ იქცევა. ტექსტთან მუშაობა გაცილებით გაადვილდება ასეთ რეჟიმში.

დიზაინერებმა კიდევ ერთხელ გადააკეთეს მალტითაქინგის რეჟიმი და ახლა ის Android-ის ანალოგიურ რეჟიმს წააგავს. თუმცა სასიამოვნოა, რომ ფანჯრების ზემოთ შესაბამისი ხატულები გამოჩნდა.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ძირითადი სიახლე გახლავთ Slideover, Splitview და PiP (სურათი სურათში). მოდი განვიხილოთ ისინი.

Slideover

ფუნქცია Slideover გულისხმობს შესაძლებლობას ჟესტების საშუალებით გვერდითა მენიუს გამოძახების (ეკრანის მარჯვენა მხრიდან სვაიპი). ამ მენიუში განთავსებულია დამატებითი აპლიკაცია, მაგალითად ბლოკნოტი, კალენდარი, ტვიტერი და ა.შ. უცხო მწარმოებლების აპლიკაციებში ამ ფუნქციის ჩასაშენებლად არის სპეციალური API, ასე რომ სია მალე გაფართოვდება.

თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ შიგთავსი ორ აპლიკაციას შორის უბრალო გადათრევით, ან დააწკაპუნოთ ბმულზე მარჯვენა აპლიკაციაში და ის გახსნათ Safari-ში. როგორ გადავრთოთ აპლიკაციები? კიდევ ერთი სვაიპით გამოიძახებთ Slideover-ში ხელმისაწვდომი აპლიკაციების სიას, ხოლო მარცხენა ნაწილში ძირითად აპლიკაციას დახურავთ Home ღილაკით და გამოიძახებთ სხვა აპლიკაციას სიიდან.

ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია პლანშეტების შემდეგი მოდელებისათვის:

კრეიგი გვეუბნება, რომ უკვე დროა შევიძინოთ ტაბლეტის ახალი მოდელი.

Split View

აი ეს კი მართლაც ძალიან მაგარი ფუქნციაა, ოღონც მხოლოდ iPad Air 2-ისათვის. თქვენს წინაშეა სრულფასოვანი ორეკრანიანი რეჟიმი. შეგიძლიათ შეცვალოთ ეკრანის ზომები და გაუშვათ ნებისმიერი პროგრამა:

ორივე აპლილაცია აქტიურია და ერტდროულად მუშაობს, შესაძლებელია შიგთავსის გაცვლა მათ შორის. ჩვენ ამას დიდი ხანია ველოდით და ადრე მსგავსი რამ Samsung-ის პლანშეტებში იყო. ახლა ეს ჩვენც გვაქვს.

Split View რეჟიმში ადვილად შეიძლება ფანჯრების მდებარეობის ურთიერთ ცვლილება, ან სხვა აპლიკაციის დამატება. ყველაფერი ფრიად ინტუიტიურად არის გაკეთებული. ფუნქცია უბრალოდ მუშაობს, ისევე როგორც სხვა ფუნქციები.

სამწუხაროდ Split View ხელმისაწვდომია მხოლოდ iPad Air 2-ზე და ეს აშკარად იმიტომ არ არის გაკეთებული, რომ გვაიძულონ ვიყიდოთ ახალი პლანშეტი. ამ რეჯიმისათვის მეტი ოპერატიული მეხსიერებაა საჭირო. Air 2-ში 2 გბაიტია, ყველა დანარჩენში — 1 გბაიტი, ან ნაკლები.

PiP (სურათი სურათში)

კიდევ ერთი ფრიად კარგი ფუქნცია — შესაძებლობა უყუროთ ვიდეოს ცალკე ფანჯარაში. ამავდროულად ეს ფანჯარა თავისუფლად გადაადგილდება ეკრანზე და შესაძლებელია მისი ზომების შეცვლა.

ამ ფუქნციის დასამტებლად უცხო აპლიკაციებში აგრეთვე არის შესაბამისი API.

One more thing…

iOS 9 ხელმისწვდომი იქნება ყველა იმ მოწყობილობისათვის, რომელზეც ახლა მუშაობს iOS 8:

დასკვნის მაგივრად

რა უნდა ვთქვათ, გარდა შორისდებულისა „ვახ!“. ჩვენ უფრო მეტ სტაბილურობას ველოდით, მაგრამ მასთან ერთად მივიღეთ ბევრი საინტერესო სიახლე, დაწყებული დაჭკვიანებული Siri-თ, Proactive რეჯიმის გაჩენით, ძლიერი კლავიატურით და ორფანჯრიანი რეჟიმით დასრულებული. არ დაგავიწყდეთ სისტემური აპლიკაციების განახლება.

ამის გარდა, გასაგები გახდა iPhone 6 Plus-ის სამომავლო განვითარება. შემდეგ მოდელში გაიზრდება ოპერატიული მეხსიერების მოცულობა და პლანშეტის ფუნქციების ნაწილი აქ გადმოინაცვლებს.

Apple მიუხედავად ყველაფრისა, მაინც განაგრძობს ჩვენს გაოცებას!

Comments

comments

Leave a Response