მიმოხილვა

Apple Watch-ის მიმოხილვა

164views

Apple Watch-ის ყველა მიმოხილვა სუბიექტურ აზრს გამოხატავს. მაგრამ ავტორთა უმრავლესობა თანხმდება ერთ რამეზე: Apple Watch-ის ყიდვამდე აუცილებლად უნდა ნახოთ ის და ხელზე მოსინჯოთ. რატომ არის, რომ ნაწილს ძალიან მოსწონს ეს საათი, ხოლო მეორე ნაწილს — არა? რატომ არის, რომ ნაწილს პირველივე ნახვით უყვარდება Apple Watch, ხოლო მეორე ნაწილი მოწინააღმდეგე ბანაკში იბუდებს?

ერთი მოწყობილობის ორი სახე და Apple-ის თავის ტკივილის მიზეზი

ადამიანები იყოფიან ვინც ადრე ატარებდა საათს და ვისთვისაც Apple Watch პირველი საათი იქნება ცხოვრებაში. თოთეულ ამ ჯგუფს თავისებურად უნდა მიუდგე, ვინაიდან მოლოდინები განსხვავებულია.

იმისათვისმ რომ გავიგოთ Apple Watch, წარსულში დაბრუნება მოგვიწევს.

როდესაც იქმნებოდა iPod, Apple-ის შიგნით თანდათან მატულობდა უკმაყოფილება ბაზარზე იმ მომანტში არსებული ყველა მუსიკალური დამკვრელის მიმართ.

როდესაც კომპანია ქმნიდა iPhone-ს, კუპერტინოს სძულდა ყველა ტელეფონი ფიზიკური კლავიშებით.

რამდენიმე წლის შემდეგ დანარჩენი მობილური ინდუსტრიაც გადავიდა სენსორულ ეკრანებზე.

როდესაც იქმნებოდა Apple Watch, კუპერტინოს… ძალიან უყვარდა თავისი არსებული მაჯის საათები. ვხედავთ სხვაობას? უყვარდა. არც ტიმ კუკს, არც ჯონი აივს, არც მარკ ნიუსონს არ სურდათ ფეხქვეშ გაექელათ საათების ინდუსტრია. ამიტომ, თუ თქვენ ელით, რომ Apple Watch-ის სახით საათს მიიღებთ, იმედები გაგიცრუვდებათ.

ყველა ტრადიციული საათის ნომერი პირველი ამოცანაა დროის ჩვენება. სასურველია ზუსტი დროის. საათების მწარმოებელი ნებისმიერი კომპანია ვალდებულია მიიღოს შვეიცარიის ქრონომეტრიის ინსტიტუტის (COSC) სერტიფიკატი. ძვირად ღირებული, მექანიკური ქრონოგრაფის ცდომილება დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს -4/+6 წამს. ამიტომაც მოიფიქრეს ტურბიიონები, რათა მომხადრიყო დედამიწის მიზიდულობის კომენსაცია. გამოიყენება სპეციალური შენადნობი დაბალი ტემპერატურული კოეფიციენტებით, რათა შემცირდეს გარემოს ტემპერატურის ზემოქმედება.

Apple Watch-ის ცდომილება დღე-ღამეში 1/500 წამია (ეს როდესაც არ ხდება სინქრონიზაცია დროის სამსახურთან). მექანიკური საათების, კვარცისა და ელექტრონიკის მოყვარულებო დამშვიდდით: Apple Watch იმდენად არის საათი, რამდენად ეს საჭიროა. მას დროის წესივრად ჩვენებაც კი არ შეუძლია. ჰო, არ მოგესმათ.

ტრადიციული საათი დროს აჩვენებს, Apple Watch — არა.

არ შეიძლება უბრალოდ დახედო Apple Watch-ს და გაიგო რომელი საათია. ამ მოწყობილობისათვის დროის ჩვენება არ არის მთავარი ამოცანა.
იმისათვის, რომ Apple Watch-ზე ეკრანი გამონათდეს, ან მაჯა უნდა მოაბრუნოთ ჰორიზონტალურად, ან თითით შეეხოთ ეკრანს, ან დააჭიროთ ციფრულ გვირგვინზე.

როდესაც საათი მიგაქვთ სახესთან, მუშაობას იწყებს ჰიროსკოპი და ეკრანი ინთება 6 წამით. როდესაც რამეს აწვებით ეკრანზე, ეკრანი 18 წამის განმავლობაში რჩება ანთებული.

როდესაც ერთ ადგილას ზიხართ გაუნძრევლად, მაგალიტად კომპიუტერთან და კრეფთ ტექსტს და უცებ დაგჭირდათ დროის ნახვა, ერაფერსაც ვერ დაინახავთ. ეს მართლაც გამაღიზიანებელია! რომ მიიტანოთ საათი სახესთან, არაფერი შეიცვლება, ვინაიდან ჰიროსკოპმა დაიმახსოვრა თქვენი ხელების მდგომარეობა და მისცა საათს ბრძანება არ მიაქციოს ყურადღება მაჯის მოძრაობას. ხოლო დროის ნახვა თუ გინდათ, კეთილი ინებეთ და კომპიუტერზე ნახეთ, ან კოლეგას ჰკითხეთ.

განა, ასე უნდა იქცეოდეს საათი, რომელიც თვით Apple-მა გამოუშვა და რომელიც უზარმაზარ ყურადღებას აქცევს წვრილმან დეტალებს?

  • თუ თქვენ უკვე ხართ აჟიტირებული Apple Watch-ით და ფული გაამზადეთ, თქვენ იმედგაცრულებული დარჩებით;
  • თუ უკვე გაქვთ 3-4-5 საათი და კიდევე რთი გსურთ, თქვენ იმედგაცრულებული დარჩებით;
  • თუ თქვენ აქამდე არადროს გქონიათ საათი და აი ახლა გადაწყვიტეთ შეიძინოთ, თქვენ იმედგაცრულებული დარჩებით;
  • თუ თვენ გსურთ შეიძინოთ მეორე ეკრანი, დისტანციური პულტი, ციფრული კომპანიონი, რათა აიფონს ნაკლებ შეეხოთ, თქვენი დრო მოვიდა.

Apple-ის მარკეტოლოგების წინაშე ორი ამოცანა დგას:

1. მათ, ვისაც უკვე აქვთ საათები, აჩვენონ, რომ Apple Watch სრულიად გამოსადეგარი რამეა სატარებელი ელექტრონიკის თვალსაზრისით და თანაც ეს მოწყობილობა დროსაც აჩვენებს. ამ აუდიტორიას თავიდანვე სუფთა ფურცლიდან მიაჩვევენ აუცილებელ უნარებს. მაგალიტად იმას, რომ საათი ყოველდღე უნდა დატენო.

2. მათ, ვისაც უკვე აქვთ საათი, მოუყვნენ, რომ შესაძლებელია Apple Watch-ის გამოყენება ჩვეულებრივი საათის პარალელურად. ამისათვის მოწვეულნი არიან შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, მოდური ჟურნალების გარეკანზე გამოსახულია Apple Watch და ა.შ.

ამის გარდა, მრავალ პოტენციურ, ტრადიციულ მყიდველს დააფრთხობს სუსტი აკუმულატორი.

თუ არც თუ ისე სუსტი?

საათში მოთავსებულია აკუმლატორი 205 mAh ტევადობის. მაგალითისათვის, Pebble-ში ის 130 mAh არის და ის 5 დღე ყოფნის ამ მოწყობილობას.
მაგრამ კომპიუტერს სახელად Apple Watch ცოტა უფრო მეტი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, ვიდრე Pebble-ს. Apple-ის პირმშოს ძლიერი შიგთავსი აქვს S1-ის სახით, თუმცა მას, როგროც გავიგეთ, პროგრამულად ამუხრუჭებენ, რათა აკუმლატორმა გონერი დროით გაძლოს.

Apple Watch-ის ეკრანი მხოლოდ ენერგიის ეკონომიის მიზნით ქვრება. ხოლო როდესაც მუხტი კრიტიკულად იკლებს, საათი გადადის Power Reserve რეჟიმში. ამ დროს ყველა ფუნქცია ითიშება, დროის ჩვენების გარდა.

Power Reserve რეჟიმში მოწყობილობა 72 საათი გაძლებს, თუ დროს მხოლოდ 15 წუთში ერთხელ შევამოწმებთ.

Apple-მა გააერთიანა საკუთარი ტექნოლგია Magsafe და ინდუქციური დამუხტვა, შედეგად საათი კაბელების მერთების გარეშე იმუხტება. ამისათვის საკმარისია ის უკანა ხუფით დავდოთ მაგნიტურ სამარგზე.

სრულ დამუხტვას 2.5 საათი სჭირდება. პირველი 1.5 საათის განმავლობაში მუხტი 80%-ზე ადის.

სატარებელი ელექტრონიკის მსოფლიო ინდუსტრია მიებჯინა აკუმულატორების ავტონომიური მუშაობის დროს. Apple Watch-ის 18 საათიანი მუშაობის რეჟიმი — კარგი შედეგია. თუ არ მოგწონთ, იყიდეთ კვარცის საათი და ატარეთ 6 წელი. თქვენ სრულფასოვანი საკვები გირცევნიათ, თუ პური და წყალი?

საათის მართვა და პროგრამული უზრუნველყოფა

მხოლოდ iPhone-თან მჭირდო კავშირში იშლება Apple Watch-ის სრული პოტენციალი. არცერთ სხვა მოწყობილობას, აიფონის გარდა, არ შეუძლია ურთიერთქმედება ამ საათთან. გინდათ ეს საათი — ჯერ აიფონი შეიძინეთ.

Apple Watch-ს ბევრი პარამეტრი აქვს და ყველა მათგანი ხელმისაწვდომია Apple Watch.app-ის მეშვეობით აიფონიდან.

თუ რომელიმე პროგრამას App Store-ში აქვს თავსებადი ვერსია Apple Watch-ისათვის, ის ავტომატურად დაყენდება საათის მეხსიერებაში.

საათში მოთავსებულია 8 გბაიტი მეხსერება. ფოტოებზე 75 მბაიტია გამოყოფილი, მუსიკაზე — 2 გბაიტი. დანარჩენი ადგილი პროგრამულ უზრუნველყოფას ეთმობა.

ძირითადში, Apple Watch-ის პროგრამები დამხმარე ფუნქციონალის მატარებელია იმისა, თუ რა ხდება აიფონში, თუმცა გვხდება სრულფასოვანი აპლიკაციებც. მაგალითად თამაშები.

მათ შორის ძალიან ბევრია ტამაგოჩი.

პროგრამების ხატულები საათის სამუშაო დაფაზე არის განთავსებული. ამ ეკრანზე მოხვედრა მექანიკური გვირგვნის მეშვეობით ხდება. საათში არ არის ეკრანებად დაყოფა, როგორც აიფონში. ხატულები ვარსკვლავებივითაა მიმოფანტული.
დროთა განმავლობაში პროგრამების რაოდენობა მოიმატებს და სულ უფრო ძნელი მოსაძებნი იქნება საჭირო აპლიკაცია. ამიტომ გირჩევთ თადარიგი დაიჭიროთ და სასურველი პროგამები გალაქტიკის კიდეებზე მოათავსოთ, ხოლო ცენტრში — იშვიათად გამოყენებადი.

გვერდებს შორის, მენიუებში, ხატულებზე გადასვლა ეკრანზე შეხებით შეიძლება, აგრეთვე დასაქოქი გვირგვინით. ბევრს ეს ნოვაცია ჰგონია, თუმცა Casio ამ მეტოდს უკვე რამდნეიმე წელია იყენებს. იაპონელებმა ეს პირველებმა მოიფიქრეს და Smart Access უწოდეს.

გვიგვინზე ორმაგი დაჭერა წინა პროგრამაში დაგაბრუნებთ.

საათის ჩართვის ღილაკზე დაჭერით რჩეული კონტაქტები გამოდის ეკრანზე.

კონტაქტებს შეგიძლიათ:

  • დაურეკოთ. საათში ჩამონტაშჟებულია მიკროფონი და ხმამაღლა მოლაპარაკე, ასე რომ ხმამაღალი რეჟიმი ხელმისაწვდომია. ხმა კარგია, სუფთა და მკაფიო;
  • გაუგზავნოთ სმს-ები. საათში კლავიატურა არ არის, ამიტომ ან შაბლონების მიხედვით უნდა გავაგზავნოთ შეტყობინება, ან ხმოვანი ბრძანბეით ავკრიფოთ;
  • ხელით ნახატი შეტყობინება — დუდლი — გაუგზავნოთ. ეს ფუნქცია მხოლოდ ორ Apple Watch-ს შორის მუშაობს.

თავის საათებში Apple-მა დანერგა ტექნოლოგია Force Touch, როდესახ ეკრანზე უფრო ძლიერი დაწოლა პროგრამებში დამატებით გამოხმაურებას იწვევს, მაგალითად როგორც მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით კომპიუტერის ეკრანზე გამოდის კონტექსტური მენიუ. რათა სრულად შევიგრძნოთ ტაქტილური შეხებები, საათში გვეხმაურება Taptic Engine-ის ვიბრაციებით. სხვათაშორის, კომპანიის ყველა ახალი ნოუთბუკი იგივე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.

ფოტოკამერა

Apple Watch თვითონ არ იღებს სურათს, სამაგიეროდ შეუძლია გახდეს აიფონის დამატებითი ეკრანი. როგორც Sony QX100. ფრიად გამოსადეგია სელფის გადაღებისას მთავარ კამერაზე.

სამაჯური

Apple Watch-ის სპორტული ვერსიის სამაჯური ფტორელასტომერისგან არის დამზადებული. ეს იგივე სილიკონია, მაგრამ ანტიმიკრობული თვისებებით. ამ მასალისაგან მზადდება ქიმიურ ლაბორატორიაში გამოყენებული ხელთათმანები.

ყველა სამაჯურის დიზაინზე პასუხსიმგებელი იყო სამრეწველო დიზაინერი, ჯონი აივის მეგობარი, მარკ ნიუსონი, რომელიც Apple-მა დაიქირავა დიზაინის უფროს ვიცე-პრეზიდენტად.
Apple Watch-ის სპორტულ ვერსიაში სამაჯურის ბოლოს ფიქსატორზე უარის თქმა ფრიად გვეცნო. რათქმაუნდა! მსგავსი გადაწყვეტილება Ikepod-ში გამოიყენება, რომელიც აგრეთვე ნოუსონის შექმნილია.
გადაწყვეტლება მართლაც გენიალურია, ის უნდა დაპატენტდეს და მიეყიდოს Casio-ს — G-shock-ების ყველა მოყვარული ფრიად კმაყოფილი დარჩება.

IPX7 დაცვა

ბლენდერში მოხვედრას რათქმაუდნა Apple Watch ვერ გადაიტანს, მაგრამ დიდ წვიმას, ან აუზში ჩავარდნას ნამდვილად. თუმცა უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება ამ საათით ზღვაში ცურვა, მარილიანი წყალი დააზიანებს მას.

ეკრანი და კორპუსების მოდელები

არსებობს Apple Watch-ის ეკრანის ორი ძირითადი მოდელი, დიდი და მცირე ეკრანებით — 42 მმ (ეკრანის გარჩევადობა 302 ppi), 38 მმ (ეკრანის გარჩევადობა 290 ppi). ორივე მოდელის ეკრანის პროპორცია 4:5 გახლავთ.

საათის სამი ვარიაცია არის წარმოდგენილი:

• Apple Watch Sport, შუშა Ion-X + ალუმინის კორპუსი – $349-399
• Apple Watch, შუშა საფირის + უჟანგავი ფოლადის კორპუსი – $549-1099
• Apple Watch Edition, შუშა საფირის + ოქროს კორპუსი – $10000-17000

საერთო ჯამში 38 ნაირსახეობა.

სპორტული აქტივობები

Apple Watch ზომავს პულსს, თვალყურს ადევნებს ფიზიკურ აქტივობას. ცდომილება Apple-ის მოწყობილობის ლაზერულ პულსმზომსა და TomTom-ის სამკერდე სენსორს შორის 2-3 გახლავთ.
თუმცა როდესაც აქტიურად ვარჯიშობთ და ხელი ოფლიანდება, საჭირო ხდება დროდადრო საათის გაწმენდა, რათა პულსომეტრმა გამართულად იმუშაოს.

ფიზიკური დატვირთვის წინასწარ გამზადებული რამდენიმე ვარიანტი არის დამატებული Apple Watch-ში:

• Outdoor Run
• Outdoor Walk
• Outdoor Cycle
• Indoor Run
• Indoor Walk
• Indoor Cycle
• Elliptical
• Rower
• Stair Stepper
• Other

აიფონის გარეშე საათს არ შეუძლია გადაადგილების ტრაექტორიის თვალყურის დევნება, სამაგიეროდ მას აქვს ერთი საოცარი ფუნქცია, რომლის შესახებ Apple-ს არაფერი უთქვამს. გაჯეტს შეუძლია სწავლა. თუ თქვენ რამდენჯერმე ირბინეთ აიფონი + Apple Watch-თან ერთად, ეს უკანასკნელი დაიმახსოვრებს განვლილი ნაბიჯების რაოდენობას, ვარჯიშის ტემპს და შემდგომში აიფონის გარეშეც შეძლებს განვლილი დისტანციის დაანგარიშებას.

ძილის ანალიზი Apple Watch-ს ჯერ-ჯერობით არ შეუძლია, არც სისტემური აპლიკაციებით, არც მესამე მწარმოებლებს არ შემოუთავაზებიათ რაიმე. დროთა განმავლობაში აუცილებლად იქნება.

ხარვეზები

ხარვეზები ბევრია. გასაოცარია იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც ელოდებიან პირველი ვერსიისაგან ყველაფრის ერთბაშად მიღებას. ასე არ არსებობს. თანდათან ხარვეზებიც აღმოიფხვრება და ახალი ფუნქციებიც დაემატება Apple Watch-ს.

Apple Watch-ის მოძულებთა შემხედვარე, ერთი ამერიკული თოკ-შიუ გვახსენდება, სადაც მოზარდი იმაზე წუხდა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ხშირად ინტერენტი არ არის. რაზეც წამყვანმა უპასუხა:

ჩემო ბიჭუნა, შენ, რომესლაც არ გაქვს ფრთები, მიუხედავად ამისა კომფორტულად მიფრინავ 11 კილომეტრის სიმაღლეზე და ბორტს მიღმა -60 გრადუსია. განა ეს სასწაული არ არის?

სასწულია.

Comments

comments

Leave a Response