სიახლეები

iOS 8 მუშაობს მხარდაჭერილი მოწყობილობების 78%-ზე

276views

ამ რამდენიმე დღის წინ Apple-მა გაგვიზიარა ინფორმაცია თავისი წარმატებების შესახებ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ინფორმაცის ფინანსური შედეგების შესახებ კომპანია თვის ბოლოსკენ მოგვაწვდის, ხოლო დღეს ჩვენ iOS 8 საოპერაციო სისტემის წარმატებებზე ვისაუბრებთ, რომელიც დადასტურებული ინფორმაციის თანახმად მხარდაჭერილი მოწყობილობების 78%-ზე მუშაობს. ასევე ვნახოთ, თუ როგორია წილობრივი განაწილება iOS-ის სხვადასხვა ვერსიებს შორის და ვიხილოთ მთავარი კონკურენტის შედეგებიც.

iOS 8 უკვე საკმაო ხანია არსებობს იმისათვის, რომ ზრდის სისწრაფე რაიმე ექსტრაორდინალურად არ ჩავთვალოთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ ვერსიის წილმა 1 პროცენტით იმატა. მისი წინამორბედი, iOS 7 მოწყობილობების 20%-ზე არის დაყენებული, iOS 5 და iOS 6-ის მომხმარებელთა მხოლოდ 2%-მა გაუძლო ცდუნებას და არ გაანხლა თავისი მოწყობილობა. ან შესაძლოა მათ ამის შესახებ არაფერი იციან.

გრანდიოზული წარმატებით iOS 8 ვერ დაიკვეხნის, ამიტომ ნება მომეცით გიჩვენოთ კონკურენტი პლათფრომის შედეგები. გრაფიკზე თქვენ ხედავთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც მიღებულია Google Play-დან. მონაცემების აქტუალურობა, 2015 წლის 2 მარტი და ამ ბოლო თვის განმავლობაში სმარფონებზე მოვიდა 5.0 და 5.1 განახლებები, თუმცა ამას ამ გრაფიკზე არაფრით არ უმოქმედია.

Comments

comments

Leave a Response