მიმოხილვა

Apple-მა დაკარგა ფუნქციონალური სიდიადე

93views

ეს გახლავთ მარკო არმენტის, ცნობილი iOS-დეველოპერის გახმაურებული სტატიის თარგმანი.

Apple-ის მოწყობილობები დღეს შესანიშნავია — აქამდე უკეთესი არ ყოფილა. მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი იმდენად დაეცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ მე სერიოზულად ვშიშობ მის პერსპექტივებზე. მე ამ ტექსტს ვკრიფავ კომპიუტერზე, რომლის არსებობა არც კი შემეძლო წარმომედგინა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ის მუშაობს საოპერაციო სისტემაში, რომელიც სავსეა შეცდომებით, სამარცხვინო შემცდომებით და ფუნდამენტური გაუარესებებით. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავცინებდით Windows-ის მომხმარებლებს ზუსტად ასეთი შეცდომების გამო მათ არასრულფასოვან საოპერაციო სისტემაში, მაგრამ ახლა ჩვენ ამის უფლება აღარ გვაქვს.

„ყველაფერი უბრალოდ მუშაობს“ არასოდეს არ იყო სრული სიმართლე, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ სქოლიოს სია ოდესმე ასეთი გრძელი იყო. ჩვენ ახლა ვუყურებთ Apple-ის საოპერაციო სისტემებისა და აპლიკაციების ახალ ვერსიებს ისეთივე უკიდურესი სკეპტიციზმით და შიშით, როგორც კონსერვატიული IT-განყოფილებები, რომლებიც Windows აღმერთებენ.

ჯეფ ვოზნიაკი (არ აგერიოთ Apple-ის თანადამფუძნებელ სტივ ვოზნიაკში) Linux-ზე გადავიდა OS X-ის ათწლიანი გამოყენების შემდეგ. ეს იტორია არის ერთი ადამიანისა, მაგრამ მრავალი მიზეზი, რომლებიც მან გაახმოვანა, ფართო გამოხმაურებას ჰპოვებს. მე ვეჭვობ, რომ ასეთი ისტორიების გავრცელებას ხელს უშლის მხოლოდ ის ფაქტი, რომ Windows საერთო ჯამში უფრო ცუდია, ხოლო სამაგიდე Linux ადამიანების უმრავლესობისათვის საერთოდ ერთ დიდ თავისტკივილს წარმოადგენს. მაგრამ ცუდია, თუ მომხმარებელთა უმეტესობა შენს პლათფორმაზე მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ ყველა დანარჩენი კიდევ უარესია, ვიდრე ნებისმიერი შენი პროდუქტი.

Apple ყოველთვის იყო კომპანია, რომელშიც გადამწყვეტი როლი მარკეტინგს ეჭირა, მაგრამ ჩვენ გარკვეული ბალანსი გვჭირდება. მარკეტინგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ მარკეტინგული პრიორიტეტებმა არ უნდა დათრგუნონ ხარისხი.

მე ეჭვი მაქვს, რომ Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის სწრაფი ვარდნა იმის მომასწავებელია, რომ მარკეტინგს უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს მინიჭებული Apple-ში: ახალი ვერსიების გამოშვება ყოველ წელს შეუძებელია დეველოპერებისათვის, ხარისხის იგივე დონის შენარჩუნებით. შესაძლოა, ეს სწორედ დეველოპერების პრობლემაა, მაგრამ მე მგონია, რომ არა — მე ვეჭვობ, რომ არცერთ გუნდს არ შეუძლია გაუძლოს ამ ტემპს და თან ხარისხი შეინარჩუნოს. პრობლემა სწორედ რომ ძალიან მარტივია: ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ, არარეალისტური დედლაინების პირობებში.

ჩვენ არ გვჭირდება საოპერაციო სისტემის დიდი განახლება ყოველ წელს. ჩვენ არ გვჭირდება, რომ საოპერაციო სისტემის ყოველ დიდ განახლებას მოყვებოდეს ახალი ფუქნციების უზარმაზარი სია. ჩვენ გვჭირდება, რომ პირველ რიგში ჩვენი კომპიუტერები, ტელეფონები და პლანშეტები მუშაობდნენ კარგად რათა ჩვენ მივიღოთ სიამოვნება იმ ფუნქციების გამოყენებით, რომლებიც იქმნება მშვიდ ტემპში.

მე ვშიშობ, რომ Apple-ის ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს, რამდენად ვნებს მათ რეპუტაციას მათი პროგრამული უზრუნველყოფის სერიოზული და ღრმა ხარვეზები, ვინაიდან, მათ რომ ეს გააცნობიერონ, ისინი სერიოზულ ცვლილებებს შეიტანდნენ, მაგრამ ამას ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ. მის ნაცვლად საპირსიპირო ხდება: განახლებების ტემპი მათ სხვადასხვა პროდუქტებში სულ უფრო მატულობს.

ახლა, ორიდე ჩემი მზოსარებაც. მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც ამ სტატიაში შეიძლება დაიკარგოს: მარკეტინგის პრიორიტეტებზე საუბრისას, მარკო არ საუბრობს კონკრეტულად „მარკეტინგის სამსახურს“. მას წარმოდგენა არა აქვს, თუ როგორ არის Apple-ის ეს სამსახური შიგნიდან, როგორ გავლენას ახდენს ის, ან არ ახდენს კომპანიის განვითარებაზე. მარკეტინგის პრიორიტეტები, როგორც ჩანს უფრო ძლევამოსილია, მაგალითად მოთხოვნა რომ საოპერაციო სისტემა ყოელ წელს განახლდეს.

კიდევ ერთი საკითხი. უკვე საკმაოდ ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ იქნება კარგი, რომ Apple-ის ტოპ-მენეჯმენტი შეიცვალოს — ტიმ კუკი, ფილ შილერი, ან კრეიგ ფედერიგი. მე არ ვიცი, რასაკვირველია და არცერთმა თქვენგანმა არ იცის, მაგრამ მე ვეჭვობ, რომ პრობლემა ამაში არ არის. მე მგონია, რომ პრობლემა — ერთგვარ შეთანხმებულ პრიორიტეტიზაციაშია, რომელიც მთელმა მმართველმა გუნდმა წამოჭრა.

ასე რომ, ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც „ვიღაცას დავითხოვთ და პრობლემა მოგვარდება“ არის გამოსავალი. უფრო მეტად, ეს არის ცუდად შეწონილი პრიორიტეტების მომენტი, რომელთა გადაწყვეტა მიმდინარე პერსონალითაც შესაძლებელია.

საბოლოო ჯამში, მე მარკოს მაინც ვეთანხმები, მაგრამ ცალკე ავღნიშნო ის მომენტი სადაც „ ჩვენ არ გვჭირდება…“-ზეა საუბარი. როგორც დეველოპერი, მარკოს ესმის მარკეტინგული პრიორიტეტების სიმძიმეები და იმის აუცილებლობაც, თუ რა დიდი შრომაა გასაწევი პროდუქტის დროულად გამოშვებისათვის და არა მაშინ, როცა ის მზადაა. სამწუხაროდ, მომხმარებელთა უმრავლესობა განსხვავებულად ფიქრობს. ისინი კითხულობენ სპეციფიკაციების უსასრულო ტექსტებს, ეცნობიან სისწრაფის ტესტორების შედეგებს, ეძებენ, თ „რა არის ახალი“ და ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ ამ დასურულებელ ნაკადზე დაყრდნობით. აქედან მოდის ეს გიჟური რბოლა მწარმოებლებს შორის — გიგაჰერცები, მეგაპიქსელები, გიგანტური ეკრანები და გარჩევადობები. თუ არა და, მომხმარებელი მოძველებულად ცაგთვლის და მისი ფული კონკურენტს დარჩება.

ერთი მხრივ, Apple ამ ტრენდში ნაკლებად მონაწილეობს ვიდრე მისი კონკურენტები — იგივე Samsung, HTC, რომლებიც ჯერ კიდევ 1-1.5 წლის წინ ახერხებდნენ წელიწადში 3-4 ფლაგმანის გამოშვებას, მათ დაქოქეს ეს მექნიზმი, რომლემაც საბოლოო ჯამში ისინი ქვეშ მოიყოლა. და საერთოდ, თეორიულად Apple, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ (უფრო სწორად, სახე, რომელიც შექმნა მარკეტინგმა ჯობსის დრო) — ეს არის კომპანია, რომელიც არ მიდის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით, უშვებს ისეთ პროდუქტებს, როგორსაც თვითონ თვლის საჭიროდ და ამ პროდუქტებს გაყიდვაში უშვებს როდესაც ისინი მზადაა. გარკვეულწილად ეს მართალი იყო, ზოგი — მარკეტინგის მიერ შელამაზებული, ხოლო ზოგიც დროთა განმავლობაში აღარ მუშაობს და მის შედეგებს ჩვენ ახლა ვხედავთ. კვლავ, ვიცნობ რა Apple-ს, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ WWDC-ზე პრეზენტაციისას Apple-მა შესაძლოა მარკოც კი მოიწვიოს სცენაზე და თქვას: „აი, ამ ტიპმა გვაიძულა შეგვეცვალა ახალი პროდუქტების გამოშვების წესი. დიდი მადლობა მას ამისათვის“, ხოლო კრეიგ ფედერიგი დემონსტრაციის პროცესში კიდევ რამდენიმე ხუმრობას გამოუშვებს დარბაზის მიმართლულებით.

Comments

comments

Leave a Response