ზოგჯერ გეგონება, რომ iPod-ის გამომშვები Apple და iOS8-ის გამომშვები Apple, სხვადასხვა კომპანიებია. ოდესღაც ფერფლიდან აღმსდგარი, უკვე 2 წელია ვერ ახერხებს დააწყოს ყველაფერი iPhone-ში მოუხერხებლად ჩადგმულ პლეერში და გადადგას ნაბიჯი 21 საუკუნისკენ, საშინელებიდან და დაბალხარისხიანიდან რაიმე კარგ და ღირსეულისაკენ. გასაკვირი არ არის ის, რომ მუსიკების გაყიდვები iTunes-ში საგრძნობლად შემცირდა.
პორტალი The Wall Street Journal საკუთარი სტატისტიკისთან ერთად იუწყება მუსიკის გაყიდვების დავარდნაზე iTunes-ში 13%-ით 2014 წლის დასაწყისიდან. და ეს მინიმალური მაჩვენებელია, რეალური მდგომარეობა კი შეიძლება უფრო უარესი იყოს. Apple აპირებს იბრძოლოს ტრენდთან, გააერთიანოს თავისი ახლად შეძენილი Beats Audio და iTunes Radio ერთ საერთო სერვისში იაფი ხელმოწერით — სადღაც $5-ად თვეში. ამ მუშაობის შედეგებს საზოგადოება ნახავს მომავალ წელს.
მიზიზეზები ძალიან ბევრია და ყველა აშკარაა. მომხმარებლებს უკვე მობეზრდათ იყიდონ დაბალი ხარისხის მუსიკა და ამიტომ ისინი უსმენენ მათ უფასოდ Spotify-ში, Google Music-ში, Deezer-ში, YouTube-ში და ათობით სხვა სოციალურ ქსელში, თუ სერვისებში. Apple-მა გამოტოვა ეს ტრენდი და ბაზარზე გამოიტანა ახალი ანალოგი, iTunes Radio და რამოდენიმე თვის შემდეგ დაივიწყა იგი. ყველაფერი ეს ლოგიკურია, მაგრამ კომპანიის მოქმედება — ჯერ არც თუ ისე.
თუ კუპერტინოში გააგრძელებენ იმ სახის კომპანიების ყიდვას როგორიცაა Beats, დაპრესავს რეალურად ღირსეულ კონკურენტს Bose-ის სახით (ამაზე სხვა დროს) და დააიგნორებს “ხვრელებს” ფუნქციონირებასა და გამოყენებადობაში, ოპერაციულ სისტემაში მუსიკის მოსასმენად, ასეთი სტატიები მოიმატებს. რა აჩერებს კომპანიას, რომელიც ცდილობს გადავიდეს უფრო ხარისხიან მუსიკაზე? iTunes Match რატომ არ ვითარდება უკვე 2 წელია? რომელ ნაგავსაყრელზე დაავიწყდათ iTunes Radio? შემდეგში კომპანია ვერ გვიჩვენებს რევოლუციურს 12-დიუმიანი iPod-ისა და “ჭკვიანი სახლების” გამოშვებით. უკვე დროა დავუბრუნდეთ საფუძვლებს. დრო ჯერ კიდევ არის.