ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 21 ოქტომბერი

240views

1991 წელს კომპანია Apple-მა მთელს მსოფლიოს თავისი ახალი ქმნილება აჩვენა — პორტატული Mac, სახელად PowerBook. ფრიად ფუნქციონალური, თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებული, PowerBook იარსებებს 2006 წლამდე, რის შემდეგაც მას შეცვლის ნოუთბუკების ახალი ხაზი — MacBook Pro.

უნდა აღნიშინოს, რომ მსგავსი კომპიუტერის იდეა (საუბარია პორტატულ კომპიუტერზე), PowerBook-ის გამოშვებამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. სტივ ჯობსმა ჯერ კიდევ პირველი Mac-ის გამოშვებამდე ჩამოაყალიბა კონცეფცია: „წიგნის ზომის Mac ხუთი წლის შემდეგ“. ეს მამაცი იდეა იყო, რომლის განხორციელება სტივმა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც განახორციელა. სხვათაშორის, პირველი PowerBook-ს წინ უსწრებდა Mac Portable (თუმცა მისი პორტაბელურობა დიდად სათუოა).

პირველი PowerBook 100-ის მახასიათებლები იმ დროისათვის ფრიად კარგი იყო: პროცესორი Motorola 68000, 2-დან 8 მბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი, 20-დან 40 მბაიტამდე და LCD-ეკრანი, 640×480 პიქსელი გარჩევადობით.

მიუხედავად ფასისა, PowerBook 100 ტექნიკური მახასიათებლებით კომერციულად ფრიად წარმატებული კომპიუტერი იყო, რომელიც 1991 წლის 21 ოქტომბერს გამოვიდა გაყიდვაში.

Comments

comments

Leave a Response