ოდესღაც, დიდი ხნის წინ, მოუქნელი Commodore-კომპიუტერებისათვის გამოვიდა პროგრამა Q Link. მაგრამ შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა საკმაოდ დახვეწილი გამოუვიდათ, ის გადაიზარდა იმ დროისათვის უნიკალურ სერვისში, სახელად American Online.
სერვისი America Online ნამდვილი სტანდარტი გახდა ონალინ კომუნიკაციების სფეროში, შეიძება ითქვას, ეტალონიც კი. და დაახლოებით სამი ათეული წლის განმავლობაში აშშ-ს ბაზრის დიდი ნაწილი ეკავა.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ America Online-ს საქმეები კარგად მისდიოდა, ის შეიძინა Time Warner-მა და ამ შეძენამ ყველაფერი გააფუჭა. ყველა მომავალი მარცხი ამ შეძენასთან არის დაკავშირებული, თუმცა სხვა მიზეზებიც არსებობს.
როდესაც America Online-ის პირველი სერვისი გაეშვა, ეს მოხდა 1989 წლის 19 ოქტომბერს, მარცხამდე ჯერ კიდევ შორი იყო. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ სერვისი თავსებადი იყო მხოლოდ Mac-ებთან და Apple II-ებთან.