ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 18 ოქტომბერი

356views

Motorola 68040-ით აღჭურვილი მეორე კომპიუტერი გახდა Quadra 900, რომელიც უმცროსი მოდელისაგან როგორც აპარატურული აღჭურვილობით განსხვავდებოდა, ასევე კორპუსის დიზაინითაც. მაგრამ მთავარი განმასხვავებელი, რასაც მომხმარებელი ხედავდა — კომპიუტერის უზარმაზარი ზომები იყო. საერთოდ Quadra-ს ხაზი — Apple-ის ისტორიაში განსაკუთრებული ნაწილი იყო.

Quadra-ს აბსოლუტურად ყველა მოდელს მაღალი წარმადობა ჰქონდა და უახლესი ფუნქციონალი, რომლებიც არ იყო არცერთ წინა თაობაში.

Quadra 900-ის ზომები მართლაც შთამბეჭდავი იყო: სიმაღლე 45 სმ, სიღრმე — 50 სმ. მაგრამ კორპუსი უბრალოდ არ იყო გაზრდილი: მომხმარებელს საშუალება ეძლეოდა გაეფართოვებინა ფუნქციონალი, ახალი კომპონენტების დამატების ხარჯზე.

სტანდარტულ კომპლექტაციაში კომპიუტერს 4 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა, მაგრამ მისი გაზრდა შეიძლებოდა 64 მბაიტამდე. სინამდვილეში მას 128 მბაიტთანაც შეეძლო მუშაობა.

გაყიდვაში Quadra 900 1991 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა და ის 8500 დოლარი ღირდა.

Comments

comments

Leave a Response