სიახლეები

ტიმ კუკის წერილი სტივის გარდაცვალებიდან სამი წლისთავის შესახებ

372views

დღეს გახდა 3 წელი რაც გარდაიცვალა Apple-ის დამფუძნებელი და ყოფილი CEO სტივ ჯობსი 55 წლის ასაკში. ტიმ კუკმა ამ დღესთან დაკავშირებით, Apple-ის თანამშრომლებს წერილი დაუგზავნა:

კვირას გახდება სამი წელი სტივის გარდაცვალებიდან. დარწმუნებული ვარ რომ ყველა გაიხსენებთ ამ დღეს.

იმედი მაქვს ყველანი დაფიქრდებით და დააფასებთ იმას თუ რამდენად უკეთესი გახადა სტივმა ჩვენი სამყარო. ბავშვები იღებენ განათლებას უფრო ახალი და დახვეწილი მეთოდებით, რაც დამსახურებაა იმ პროდუქტებისა რომელზეც სტივი ოცნებობდა. ასევე კრეატიული ადამიანები იყენებენ ამავე პროდუქტებს რათა შექმნან სიმფონიები და პოპ მუსიკა, წერონ ყველაფერი, დაწყებული ნოველებიდან, დამთავრებული მოკლე ტექსტური შეტყობინენებით. სტივის შრომის შედეგია რომ დღეს ისინი ქმნიან შედევრებს.

ღირებულებები რაზეც მან Apple-ი შექმნა ყოველთვის თან გვახლავს ჩვენ. მიუხედავად იმისა რომ ბევრი პროექტი რაზეც დღესდღეობით ვმუშაობთ სტივის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა, მისი ზეგავლენა ყველაფერზე და ყველაზე, მათ შორის ჩვენზეც შესამჩნევია. 

ბედნიერ ვიქენდს გისურვებთ  და მადლობას გიხდით სტივის დაფასებისთვის

ტიმი

Comments

comments

Leave a Response