გავრცელდა ინფორმაცია რომ კუპერტინოში, 16 ოქტომბერს, Apple-ი წარადგენს განახლებულ Mac-ებს და iPad-ებს.
სპეციალური ივენთის ნაწილი სავარაუდოდ დაეთმობა რეტინა ეკრანიან iMac-ებს, რომელთა რეზოლუცია მოიაზრება 5120 x 2880-ზე. ასევე განახლებულ Haswell პროცესორებს Intel-ისგან და ვიდეო ბარათებს AMD-სგან. პრეზენტაციის შემდეგ დიდი ალბათობით ვიხილავთ OS X Yosemite-ის რელიზს.
iPad-ებს რაც შეეხება, ველით განახლებულ iPad Air-ს ახალი A8 პროცესორით, Touch ID-ით, Apple Pay-ით, განახლებული კამერით და ოქროსფერი კორპუსით. iPad Mini-ს შესახებ არსებობს ჭორი რომ შეიძლება Apple-მა მისი განახლება 2015-ის პირველ ნახევრამდე არ გააკეთოს.