ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1979 წლის 3 ოქტომბერი

380views

როგორც უკვე ყველასათვის დიდი ხანია ცნობილია, Macintosh-კომპიუტერების ისტორია ჯეფ რასკინის იდეიდან დაიწყო, რომელსაც სურდა კარგი და იაფი კომპიუტერის შექმნა მასიური წარმობისათვის და რომლის ფასი 500 დოლარზე ნაკლები იქნებოდა. მაგრამ როგორც ადრე ვწერდით, ყველა სახის გაანგარიშებების შემდეგ კუპერტინოში სწრაფად მიხვდნენ: 500 დოლარად არაფრი კარგი არ გამოვიდოდა, საჭირო იყო მაგალიტად 1500 დოლარი.

მიუხედავად ყველა სირთულისა, ბიუჯეტური კომპიუტერის იდეა სტივ ჯობსს მოეწონა და მან გადაწყვიტა ემოქმედა ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ ტაქტიკურ ლიდერს: მან სთხოვა ჯეფ რასკინს დაევიწყა ფასის შესახებ და აეღწერა ყველაფერი, რაც ამ მანქანას უნდა გაეკეთებინა და რა აპარატურული უზრუნველყოფა უნდა ჰქონოდა.

პასუხი რასკინმა ჯობსს 1979 წლის 3 ოქტომბერს გაუგზავნა:

ჩადგმული ფერადი პრინტერი, 1000×2000 გარჩევადობით, წუთში 1 გვერდის ბეჭდვის სისწრაფით. ბრტყელი ეკრანი, გამოცვლადი მეხისერება, რომლის ფასი 50 ცენტი იქნებოდა 1 მეგაბაიტისათვის. უფასო წვდომა ARPAnet-ში (ინტერნეტის ადრეული ფორმა, — ავტ. შენიშვ.), ჩადგმული სინთეზატორი და პროგრამირების ენების უზარმაზარი ოდენობის მხარდაჭერა.

ჯობსი გაგებით შეხვდა მიღებულ პასუხს და სულ მალე მუშაობა ამ კომპიუტერის შექმნაზე დაიწყო. რათქმაუნდა, ბოლში Apple-მა სრულიად სხვა კომპიუტერი მიიღო, მაგრამ განა ეს ვინმეს აღელვებს დღეს?

Comments

comments

Leave a Response