1989 წლის 25 სექტემბერს ნაგავსაყრელზე 2700 კომპიუტერი „Lisa“ გადააგდეს. მსგავსი სიტუაცია გამოწვეული იყო მთელი რიგი მიზეზებით: კომპიუტერები „Lisa“ ძალიან ძვირი იყო, დეველოპერებმა პირი იბურნეს მისგან და პროგრამული უზრუნველყოფა პრაქტიკულად არ გამოდიოდა მისთვის. და ბოლოს, მიუხედავად ფასისა, კომპიუტერი ძალიან ნელი იყო. ოდნავ მოგვიანებით, Apple შეეცადა გადაერჩინა „Lisa“ და ფასი 6995 დოლარამდე დაწია. თუმცა ამანაც არ უშველა.
1984 წელს პირველი თაობის კომპიუტერი მეორე თაობის „Lisa 2“-მა ჩაანაცვლა. ის ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობდა და 3.5 დუიმიანი დისკწამყვანიც ჰქონდა. ხოლო ერთი წლის შემდეგ „Lisa 2“ შეცვალა „Macintosh XL“-მა, რომელშიც სამწუხაროდ აპარატურული ნაწილი არ შეცვალეს, სამაგიეროდ სერიოზულად იმუშავეს პროგრამულ უზრუნველყოფასთან. კომპიუტერს კომპლექტში მოყვებოდა MacWorks და Macintosh-ის აპლიკაციების ემულატორი.
მაგრამ, მოდი დავუნრუნდეთ Lisa-ს და Lisa 2-ს. სად წავიდა ყველა ეს კომპიუტერი, ათასობით კომპიუტერი, რომლებმაც ვერ ნახეს გასავალი Apple-ის ყველა მცდელობის მიუხედავად? ისინი შეიძინა კომპანია Sun Remarketing-მა (ძალიან დაბალ ფასად), რის შემდეგაც ისინი ჩვეულებრივ მაკებად გადააქციეს. მაგრამ Apple-ს ეს არ მოეწონა და 1989 წელს მოთხოვა Sun-ს შეეწყვიტა მსგავსი ქმედება. ჰოდა, 2700 კომპიუტერი უბრალოდ ნაგავსაყრელში გადაუძახეს, როგორც ერთი უბრალო კონსერვის ქილა.