ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1994 წლის 24 სექტემბერი

298views

საოპერაციო სისტემის ლიცენზირებისა და კლონების შექმნის იდეა Macintosh-ის შექმნის დროიდან არსებობდა. მაგრამ უარყოფილი ხდებოდა კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან. თუმცა, როდესაც Apple-ს მძიმე დღეები დაუდგა, იძულებულნი გახდნენ ასეთი გადაწყვეტილებაც მიეღოთ. შედეგად, მაიკლ შპინდლერმა ნება დართო კლონებისა და ლიცენზირების თემის დაძვრას.

პრობლემა იმაში იყო, რომ Apple-ის მოსაზრებით ასეთი უნიკალური შესაძლებლობით მსხვილი და ცნობილი კომპანიები ისარგებლებდნენ, მაგალითად IBM. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ ოცნებას განხორციელება არ ეწერა — კლონების მარმობლების სიაში მოხვედრა სრულიად ახალ, მცირე ზომის, ან უცნობ კომპანიებს სურდათ.

კომპანიების პირველი ექვსეული, რომლებმაც Apple-ისგან ლიცენზია მიიღეს, 1994 წლის 24 სექტემბერს გახდა ცნობილი. ესენი იყვნენ: Power Computing, Motorola, Radius, APS Technologies, DayStar Digital და UMAX.

Comments

comments

Leave a Response