სიახლეები

ქართული მორგებული კლავიატურა

361views

ტექნოლიგიური სიახლეების ქართველი მოყვარულები არ ვართ განებივრებული მსოფლიო გიგანტების მხრიდან ყურადღებით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდით ხან ერთისგან, ხან მეორე და ხანაც მესამე კომპანიისგან ამათუიმ სერვისის ჩვენთვის მორგებაზე. ხან რუკები არ გვქონდა, ხან ქართული ენის მხარდაჭერა სისტემაში და ხანაც ბანალური კლავიატურა.

Apple-ის მობილური მოწყობილობების მოყვარულებს გაგვიმართლა, რომ ამ სამიოდე წლის წინ საქართველოში მაკის მოყვარულთა საზოგადოების ძალისხმევით მივაღწიეთ ქართული კლავიატურის დამატებას iOS საოპერაციო სისტემაში. მართალია, მხოლოდ ბეტა-ვერსიაში ჩანდა ის ხელმისწავდომი და ფინალურ ვერსიაში გაქრა. მაგრამ საბედნიეროდ, ისევ ქართველი ენთუზიასტის მეცადინეობით მოხერხდა ამ დამალული კლავიატურის გამოჩენა და აი სამი წელი ჩვენ განცხრომაში ვიყავით.

„უბედურება“ თავს დაგავტყდა იქიდან, საიდანაც საერთოდ არავინ არ ელოდა. iOS-ის მე-8 ვერსიაში Apple-მა გააქრო ჩვენი კლავიატურა და ერთი შეხედვით ხახამშრალი დაგვტოვა. სამაგიეროდ, როგორც ალტერნატივა, მთელ მსოფლიოს შესთავაზა კლავიტურების შექმნა, სისტემის ერთგვარი დამატების სახით (ე.წ. Extentions).

არავინ იცის, ოდესმე დაგვიბრუნება თუ არა ქართული ენის სრულფასოვანი მხარდაჭერა iOS-ში. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არსებობს, ვინაიდან კლავიატურის გაქრობასთან ერთად, Apple-მა iOS-ში ქართულის მხარდაჭერის სხვა რეჟიმები შემოიტანა (აპლიკაციებში ქართულენოვანი რესურსების არსებობისას, აპლიკაციის ინტერფეისი ქართულად გამოდის ეკრანზე). ასეთი ალოგიკური ნაბიჯები ცოტა უცნაურია, მაგრამ ეგ არაფერი. რაც მთავარია, ქართველი მომხმარებელი კლავიატურის გარეშე მაინც არ დარჩა.

პირველი ქართული კლავიატურა iOS 8-ის შეიქმნა კომპანია „ლემონდუს“ მიერ.

„ლემონდუ“ (www.lemondo.com) არის მობილური აპლიკაციების და თამაშების დეველოპერი კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და მისი სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, საქართველო. ლემონდუ ასევე წარმატებით ახორციელებს თამაშებისა და აპლიკაციების გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით. კომპანიის თამაშებსა და აპლიკაციებს 80 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.

ეს კომპანია პირველია საქართველოში, ვინც შექმნა და ხელმისაწვდომი გახადა ქართული კლავიატურის აპლიკაცია Apple-ის საოპერაციო სისტემა iOS 8-სთვის: Georgian Keyboard ™.

ლევან კილაძე, „ლემონდუს“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი მოხარულია, რომ მისი კომპანია პირველი აღმოჩნდა, ვინც შექმნა ქართული კლავიატურა iOS 8-სთვის. მითუმეტეს, რომ ამ მეთოდით კლავიატურის დაყენება ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის შეუდარებლად უფრო იოლია, ვიდრე ეს ხდებოდა საოპერაციო სისტემის წინა ვერსიებში, სადაც ამისათვის გარკვეული ტექნიკური ცოდნა აუცილებელი იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლავიატურა უფასოდ ვრცელდება!

ბევრი ფიქრის შედეგად გაჩნდა ის უნიკალური და მომხმარებლისთვის საინტერესო ფუნქციები როგორიც არის კლავიატურის ხმების და ვიზუალური ეფექტების შერჩევა. კლავიატურის ტესტირებაში მეც მივიღე მონაწილეობა. ჩვენ განვაგრძობთ ფიქრს და მუშაობას, რომ Georgian Keyboard ™ უფრო დახვეწილი და სრულყოფილი გახდეს. ბევრი ახალი იდეაც გაჩნდა, რომელთა რეალიზება აპლიკაციის მომავალ ვერსიებშია დაგეგმილი.

Georgian Keyboard ™
Georgian Keyboard ™
Developer: Lemondo Business
Price: Free

Comments

comments

Leave a Response