ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 21 სექტემბერი

171views

ოდესრაც, დიდი ხნის წინ, ედ ზანდერს Apple-ის ხელმძღვანელობას უწინასწარმეტყველებდნენ. ჩვენთვის საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა, თუმცა მისი შემდგომი კარიერა კარგად წარიმართა: მან Motorola-ს მეთაურის პოსტი ჩაიბარა. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ Apple-მა და Motorola-მ ერთობლივი ტელეფონის გამოშვების შესახებ განაცხადეს.

ის, რომ ეს აპარატი ჩავარდნისათვის იყო განწირული და არ შეესაბამებოდა თავის დროს, წინასწარ ჩანდა, თუმცა საბოლოოდ ხაზი სტივ ჯობსმა გადაუსვა. საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ ახალი ტელეფონის, Motorola ROKR-ის ჩვენებისას წარმოადგინა სტივ ჯობსმა iPod nano. განა ძნელი მისახვედრია, თუ რომელ პროდუქტს უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს?

რასაკვირველია, რომ ზანდერი ფრიად ნაწყენი დარჩა და გაბრაზებულიც, სიტუაციის ასეთი განვითარებით. როდესაც პრეზენტაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მას ჰქკითხეს აზრი ახალ iPod nano-ზე, მან დაუყოვნებლივ უპასუხა: „წყეული nano!“.

ასეთი „განცხადება“ ზანდერმა 2005 წლის 21 სექტემბერს გააკეთა.

Comments

comments

Leave a Response