ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1993 წლის 26 აგვისტო

114views

Apple-მა თავის საოპერაციო სისტემაში უჩვეულო და სრულყოფილი ახალი გრაფიკული ინტერფეისი შექმნა. გასაკვირი არ არის, რომ სხვა მრავალმა კომპანიამ მოისურვა მისი კოპირება. აი Microsoft-მაც გადაწყვიტა გამოეყენებინა Mac OS-ის ინტეფერისი Windows-ში, რის გამოც Apple-მა მას სასამართლოში უჩივლა. და უნდა ითქვას, რომ Apple-ის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო საქმის ადვილად მოგებაში.

Apple ამტკიცებდა, რომ Mac OS-ის გრაფიკული ინტერფეისი მისი საკუთრება იყო. ხოლო Microsoft ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ Apple-მა თვითონ მისცა მათ უფლება გამოეყენებინათ ეს ინტერფეისი რედმონდის მხრიდან გარკვეული დათმობების გამო.

შედეგად, სასამართლო პროცესი ექვსი წელი გაგრძელდა, სანამ სამართლომ არ გადაწყვიტა, რომ Apple-მა თვითონ მისცა ეს უფლება Microsoft-ს.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება 1993 წლის 26 აგვისტოს შევიდა ძალაში.

Comments

comments

Leave a Response