როდესახ Apple-მა ახალთ-ახალი PowerBook 5300 გამოუშვა, მომხმარებლებს ის აუცილებლად უნდა შეყვარებოდათ. და ეს რომ მომხდარიყო, ნოუთბუკს ამისათვის ყველა წინაპირობა გააჩნდა: ჯერ ერთი, ეს იყო პირველი ნოუთბუკი PowerPC პროცესორით, მეორეც, ის ფრიად კომპაქტური იყო და მესამე, ის მომხმარებელს კონფიგურაციების არჩევანის ფართო სესაძლებლობებს აძლევდა, სხვადასხვა ფასად, რაღათქმაუნდა.
მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ის, რაც მომხმარებლებს უნდა შეყვარებოდათ, ნამდვილ კოშმარად იქცა Apple-ისათვის: აკუმულატროები სწრაფად ხურდებოდა და ხანძრის საშიშროებას ქმნიდა და მიუხედავად PowerPC-პროცესორისა, საერთო არქიტექტურა ისეთი უხეირო იყო, რომ ყველა წინამორბედ მოდელს ჩამოუვარდებოდა სისწრაფეში. ხოლო პლასტიკატი, რომლისგანაც კორპუსი იყო დამზადებული, ტყდებოდა და იბზარებოდა.
ასეთი უხეირო პროდუქტი გაყიდვაში 1996 წლის 25 აგვისტოს გამოვიდა.