იცით, როგორი იყო პირველი Macintosh-ის პრინციპიალური განსხვავება სხვა არსებული კომპიუტერებისაგან? — მართალია, პირველ მაკს გრაფიკული ინტერფეისი ჰქონდა. ამ კომპიუტერით მრავალი იყო აღფრთოვანებული, როგორც მომხმარებლები, ასევე დეველოპერებიც. განსაკუთრებით მოსწონდათ Microsoft-ში.
მაგრამ სურვილის მიუხედავად, რაიმე მაინც შეექმნათ მსგავსი, რედმონდში არაფერი გამოსდიოდათ რამდენიმე წლის განმავლობაში. Windows-ის პირველმა ვერსიებმა მარცხი განიცადეს, ხოლო აი Windows 3.1.1 უფრო დაემსგავსა Apple-ის საოპერაციო სისტემას. კოპირებაში წარმატება Microsoft-მა დაადასტურა და გააძლიერა Windows 95-ის გამოშვებით, სადაც ბევრი სიახლე გაჩნდა: ფაილების გრძელი სახელები, სტარტ-მენიუ და შედარებით მოხერხებული ინტერფეისი.
Windows 95-ის გამოჩენა ნამდვილი დარტყმა გახდა Apple-ისათვის, რომელიც იძულებული გახდა შერიგებოდა იმას, რომ მისმა მთავარმა სიამაყემ — Mac OS-მა სერიოზული პასუხი მიიღო.
Windows 95 საოპერაციო სისტემა გაყიდვაში 1995 წლის 23 აგვისტოს გამოვიდა.