ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1999 წლის 20 აგვისტო

81views

iMac — დღემდე ძალიან კარგი, ფუნქციონალური და მძლავრი კომპიუტერია. მაგრამ როდესაც Apple-მა ის 1997 წელს წარმოადგინა, ის ამ ყველაფერთან ერთად ნამდვილად რევოლუციური პროდუქტი გახდა. მრავალი ანალიტიკოსი დღემდე დავობს იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ასეთი პოპულარობა იმ წლებში: ფასის/ხარისხის თანაფარდობამ, თუ უცნაურმა და მოულოდნელმა დიზაინმა?

კომპანიაში eMachines დიდხანს არ უფიქრიათ და გადაწყვიტეს, რომ პოპულარობის მიზეზი სწორედ რომ დიზაინი იყო. ამიტომ მათ გამოუშვეს PC-კომპიუტერების სერია, რომლებიც გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდნენ iMac-ისაგან. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობის მოლოდინი არ გამართლდა: წარმატების ნაცვლად მათ Apple-ისაგან სასამართლო დავა მიიღეს.

ჯობსმა ახსნა სიტუაცია შემდეგნაირად:

კომპანია -ს დიზაინის მილიონი ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მათ გადაწყვიტეს სწორედ ჩვენი ვარიანტის კოპირება. ჩვენ კი იმდენად ბევრი რამ ჩავდეთ მის შექმნაში, რომ ახლა მზად ვართ დავიცვათ ჩვენი პოზიცია სასამართლოში.

სასამართლო გარჩევა დიდხანს გაგრძელდა. მან eMachines იმდენი რესურსი გამოაცალა, რომ ბოლო-ბოლო ის საერთოდ სხვა მწარმოებელმა შეიძინა, თანაც კარგ ფასად. არადა რა გეგმები ჰქონდათ…

Apple-მა სარჩელი სასამართლოში 1999 წლის 20 აგვისტოს შეიტანა.

Comments

comments

Leave a Response