შეიძლება იტქვას, რომ 80-იანი წლები სტივ ჯობსის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო მთელი კარიერის განმავლობაში. იმის გარდა, რომ სტივი მუშაობდა Mac-ის და Apple III-ის პროექტებზე, ის ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა კომპანიის მმართველობაზე, ისე, რომ მისი აზრი ძირითადი გამხდარიყო, ანუ პრაქტიკულად — მთავარი. ასე მაგალითად, ის ცდილობდა დაერწმუნებინა Apple-ის ხელმძღვანელობა იმ კომპანიის შეძენის აუცილებლობაში, რომლესაც ჩვენ დღეს ვიცნობთ, როგორც Pixar.
მართალია სტივმა ეს ერთბაშად ვერ შეძლო, მაგრამ მოგვიანებით საკუთარი ფულით მან მაინც გამოისყიდა ჯორჯ ლუკასისაგან მთლიანი კომპანია, რომელიც იმ დროს კომპიუტერული გრაფიკით იყო დაკავებული. ძირითადი იდეა მდგლომარეობდა იმაში, რომ გაეყიდათ მაღალი წარმადობის, ციფრული ანიმაციისა და გრაფიკის ბაზარზე ორიენტირებული სისტემები. მაშინ სტივ ჯობსმა ამას ჰობი უწოდა (როგორც მომავალში Apple TV-ის უწოდებს ანალოგიურად).
მაგრამ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ Pixar ასევე დაკავშირებული იყო კომპიუტერების წარმოებასთან? — ალბათ არა. ეს იმიტომ, რომ სამწუხაროდ Pixar-მა ამ ბაზარზე წარმატებას ვერ მიაღწია. ის ამზადებდა კომპიუტერებს, რომლებიც ფრიად რთული ასათვისებელი იყო და რომლებიც ძალიან ძვირი ღირდა.
ცნობილი ფაქტია, რომ გაყიდვების ძირითადი ძრავი — რეკლამა არის. Pixar-მაც გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი სარეკლამო რგოლი, რომლესაც უნდა ეჩვენებინა ის შესაძლებლობები, რაც მის კომპიუტერებს ახასიათებდა. სარეკლამო რგოლის სახით მათ მულტფილმი შექმნეს, რომელსაც დაარქვეს „Luxo Jr“.
მულტფილმის ჩვენება 1986 წლის 17 აგვისტოს მოხდა, გამოფენაზე Siggraph. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ეს პატარა ანიმაცია სრულიად შეცვლიდა Pixar-ს.