ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 14 აგვისტო

143views

ყველასათვის ცნობილია, რომ სტივ ჯობსი საკუთარი კომპანიიდან დაითხოვეს. მაგრამ როდესაც Apple-ის ხელმძღვანელობამ სტივს კვლავ დაბრუნება შესთავაზა, მან ყველას გასაოცრად უარი განაცხადა. სტივი დაეთანხმა მხოლოდ დროებითი ხელმძღვანელის თანამდებობას, სანამ არ ნახავდნენ შესაბამის პირს ამ პოზიციისათვის.

მაგრამ მოდი შევხედოთ კომპანიის მდგომარეობას იმ პერიოდში და სტივის გადაწყვეტილება გასაგები გახდება. 1997 წელს Apple-ს საქმეები კარგად არ მისდიოდა. სხვათაშორის, ამით აიხსნება ისიც, რომ ამ პოზიციის დაკავება არავის სურდა.

1997 წლის 14 აგვისტოს Forbes-ში გამოვიდა სტატია, რომელშიც ზოგიერთი ავტორიტეტული ადამიანი და ანალიტიკოსი Apple-ის მდგომარეობას აფასებდნენ.

აი, რა თქვა ჯან-ლუი გასემ:

სწორედ ახლა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ამოსახსენელად მოითხოვს ბისექსუალურ, 25 წლის ქერა იაპონელს, რომელსაც უკვე აქვს ასეთი სამუშაოს შესრულების 15 წლიანი სტაჟი.

აი ეს განაცხადა ჩარლზ ჰაგერთიმ:

Apple — ეს ისეთი კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობას. მაგრამ თქვენ უნდა დაიქირავოთ თვით ღმერთი, რომ შეძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება.

საინტერესოა, ვინ იყო სტივ ჯობსი?

Comments

comments

Leave a Response