პირველი iMac წარმოადგინეს 1998 წელს. კომპიუტერების ეს სერია მომენტალურად გახდა პოპულარული და Apple-ისათვის საშინაო კომპიუტერების საფუძველს წარმოაგენდა. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ მოსახერხებელია, როდესაც მთლიანად კომპიუტერი არა მარტო ფუნქციონალურია, არამედ ერთიან, კომპაქტურ კორპუსშია განთავსებული. თუმცა, რათქმაუნდა პირველი მოდელები 15 დუიმიანი კინესკოპიანი მონიტორებით იყო აღჭურვილი და უფრო დიდ ადგილსაც იკავებდნენ. მაგრამ ასეთი პოპულარული კომპიუტერებისთვისაც კი საჭირო იყო სარეკლამო ეშმაკობის მოფიქრება, რათა უფრო პოპულარული გაეხადათ.
Apple iMac-ის ანონსის შემდეგ ემზადებოდა გაყიდვებისათვის. როგორც ყოველთვის, ყველაფერი იდეალურად უნდა გამოსულიყო და შეცდომების გარეშე. შედეგად, 1998 წლის 13 აგვისტოს კომპანიამ გამოაცხადა, რომ მიმდინარე დღისათვის უკვე 150 000 შეკვეთა იქნა მიღებული iMac-ზე. ამის გარდა, Apple-მა განაცხადა EarthLink Networks-თან შეთანხმების მიღწევის შესახებ ინტერნეტით მომსახურებაზე.
რასაკვირველია, კუპერტინოს არ დაავიწყდა პროგრამული უზრუნველყოფაც: მისი რეკლამა ყველა შესაძლო ხერხით ხდებოდა.
განცხადებას ასეთი დიდი ოდენობის შეკვეთების შესახებ უნდა ემოქმედა მომხმარებელთა ფსიქოლოგიაზე, ხოლო მრავალრიცხოვანი სიახლეები და სარეკლამო კამპანიები მიმართული იყო იმის ხაზის გასასმელად, რომ Mac-ზე უფრო მეტი პროგრამული უზრუნველყოფა იყო, ვიდრე PC-ზე. და როგორც ჩანს, ამ სტრატეგიამ კარგად იმუშავა.