ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 4 აგვისტო

122views

ხანდახან სრულიად განსხვავებულ ადამიანებს რარაც ერთი რამ აერთიანებთ — უცნაური რამ. როგორ ფიქრობთ, რა აერთიანებს ერთმანეთთან ჯონ ლენონს, ალბერტ აინშტაინს, მუჰამედ ალის, პიკასოს, ტედ ტერნერს? ისინი ყველანი გამოირჩეოდნენ არასტანდარტული აზროვნებით. შესაძლოა, სწორედ ამის წყალობით ისინი გახდნენ Apple-ის ახალი სარეკლამო კამპანიის მონაწილენი, რომელიც მთელ მსოფლიოს მოუწოდებდა „ეფიქრა განსხვავებულად“ (Think Different).

როგორც კი სტივ ჯობსი დაბრუნდა კომპანიაში, მან Apple-ის გადაკეტება დაიწყო თავისი სტანდარტების შესაბამისად. ახალი სარეკლამო კამპანიის ინიციატორი ასევე სტივი იყო და მისი მოწოდება ძალიან დიდი ცვლილებების საწინდარი გახდა.

სარეკლამო კამპანია „Think Different“ Apple-ის არსებობის ყველა რთულ პერიოდს დაემთხვა, მაგრამ მან შეძლო მეამბოხის, რევოლუციონერისა და მომავლის კომპანიის იმიჯის ფორმირება საზოგადოებაში.

პირველად სლოგანი „იფიქრე განსხვავებულად“ ტელევიზიაში და პრესაში 1997 წლის 4 აგვისტოს გამოჩნდა. ხოლო უკვე მეორე დღეს სტივ ჯობსმა გამოაცხადა, რომ Apple კვლავ ისარგებლებს სარეკლამო კომპანია ChiatDay-ს მომსახურებით. სწორედ ამ სააგენტოსთან მუშაობდა Apple თავის სიყმაწვილის პერიოდში. სწორედ ChiatDay-მ შექმნა სარეკლამო რგოლი „1984“.

სხვათაშორის, კამპანია „იფიქრე განსხვავებულად“, რომელიც 1997 წლის 4 აგვისტოს გაეშვა, სწორედ ChiatDay-ს მიერ იყო მომზადებული.

Comments

comments

Leave a Response