ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1945 წლის 28 ივლისი

264views

ვენივარ ბუშს — ამერიკელ მეცნიერს, ინჟინერსა და ორგანიზატორს, რომელსაც ჰიპერტექსტის მამას უწოდებენ, წინსაწარმეტყველების ნამდვილი ნიჭი გააჩნდა. მისი ზეგავლენა კომპიუტერების განვითარებაზე ძალიან დიდი იყო, მაგრამ სამწუხაროდ მისი დამსახურება დღემდე დაუფასებელი რჩება. ბუში იყო აგრეთვე ანალოგური (მექანიკური) კომპიუტერების ერთ-ერთი შემქმნელი. სწორედ მან მოიფიქრა თანამედროვე ჰიპერტექსტის წინამორბედი, Memex.

აი, რა თქვა ერთხელ ვენივარ ბუშმა კომპიუტერებზე:

შეხედეთ ინდივიდუალური გამოყენების მომავალ მოწყობილობას, რომელიც იქნება ერთგვარი მექანიზირებული კერძო საცავი და ბიბლიოთეკა. ეს მოწყობილობა საჭიროებს სახელს და მე ალალბედზე ვირჩევ სახელს „Memex“ — მოწყობილობა, რომელშიც ადამიანი შეინახავს ყველა წიგნს, ანგარიშგებას და სხვა სახის ინფორმაციას ისე, რომ მასთან შესაძლებელი იქნება კონსულტაცია არაჩვეულებრივი სისწრაფითა და მოქნილობით. ის იქნება ადამიანის მეხსიერების დამატება.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მისი დიდი სიტყვისა და მისი უსაზღვრო აზრებისა და იდეებისა, რომელთა საშუალებითაც ის აღწერდა მომავალს არა მარტო კომპიუტრებისათვის, არამედ ყველანაირი ტექნოლოგიებისათვის, მათ შორის ინტერნეტისათვის. რათქმაუნდა, დღეს ეს სრულიად გონერად და ლოგიკურად ისმის, თუმცა მაშინ ეს ფანტასტიურად ჟღერდა.

1945 წლის 28 ივლისს მისი სტატია „როგორ შეგვიძლია ვიზროვნოთ“ (As We May Think), რომელშიც მან გადმოსცა იდეები და აზრები, საფუძვლად დაედო აბსოლუტურად ყველა კომპიუტერს.

Comments

comments

Leave a Response