ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1968 წლის 18 ივლისი

241views

2005 წელს სტივ ჯობსმა მსოფლიოს განუცხადა, რომ Mac-კომპიუტერები Intel-ის პროცესორებზე გადავიდოდნენ. მას შემდეგ Apple-ის ყოველ კომპიუტერში ჩაყენებულია „ტვინი“, რომელსაც ამერიკული კორპორაცია Intel ამზადებს. და სწორედ დღევანდელ დღეს, 18 ივლისს აღნიშნავს ეს უკანასკნელი თავის დაბადების დღეს.

Intel დაარსდა 1968 წლის 18 ივლისს, Fairchild Semiconductor-ის ორი ყოფილი თანამშრომლის მიერ, რომლებმაც დატოვეს კომპანია და საკუთარის შექმნა განიზრახეს. ესენი იყვენენ რობერტ ნოისი და გორდონ მური. Intel-ის ბიზნეს-გეგმა, რომელიც საბეჭდ მანქანაზე იყო ამობეჭდილი, სულ ერთ გვერდს იკავებდა. მაგრამ სწორედ მისი დახმარებით შეძლეს 2500000 დოლარის კრედიტის მიღება.

სამი წლის შემდეგ, 1971 წელს Intel-ს წარმატება ხვდა წილად: იაპონური კომპანია Busicom-ის შეკვეთაზე მუშაობისას მათ შექმნეს მიკროპოცესორი Intel 4004. ხოლო 1990 წელს კომპანია პროცესორების უმსხვილესი მწარმოებელი გახდა.

ამ დროისათვის კომპანია Intel-ს მიკროპოცესორების ბაზრის 75% ეკუთვნის. მისმა შემოსავალმა 2011 წელს 54 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ — 13 მილიარდი.

Comments

comments

Leave a Response