1994 წლის 13 ივლისს კომპანია Apple-მა მსოფლიოს ახალი ნოუთბუკი, PowerBook 150 წარუდგინა. ეს იყო ყველაზე იაფფასიანი ნოუთბუკი ამ სერიიდან. მაგრამ Apple-მა თავიდანვე ცივი წყალი გადაასხა მეოცნებეებს და განმარტა: ეს ნოუთბუკი, სამწუხაროდ, არ წამოადგენს სამოდელი ხაზის მწვერვალს და ის უკანასკნელი იქნება სერიაში.
იაფი ფასი მრავალი უარყოფითი მომენტით აიხსნებოდა. ასე მაგალითად, მას არ ჰქონდა ADB-პორტი, ეს პორტი, Apple Desktop Bus, — მონაცემთა შეტანა-გამოტანის თანმიმდევრული სალტე, შექმნილი იყო სპეციალურად კომპიუტერთან ნელი მოწყობილობების მისაერთებლად.
აი, მისი მახასიათებლები:
- პროცესორი: Motorola 68030, 33 მჰც
- ოპერატიული მეხსიერება: 4 მბაიტი, გაფართოება 36 მბაიტამდე
- მუდმივი მეხსიერება: 1 მბაიტი
- მყარი დისკი: 240–500 მბაიტი
- მოქნილი დისკი: 1.4 Мбайт SuperDrive
- მხარდაჭერილი საოპერაციო სისტემები: System 7.1.1 – Mac OS 7.6.1
- Apple Desktop Bus: არა
- სერიული პორტი: 1 პორტი
- მოდემი: ოპციის სახით
- ეკრანი: პასიური მატრიცა, 2-ბიტიანი 640×480
კიდევ ერთი ხინჯი იყო აკუმულატორის მუშაობის დრო. უკეთეს შემთხვევაში ის სამი საათი ძლებდა.
შედეგად ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ PowerBook 150-ზე დიდი მოთხოვნა არ იყო. შესაძლოა, სწორედ მისი გაყიდვების მაჩვენებელმა გადააწყვეტინა Apple-ს შეეწყვიტა PowerBook 100 series-ის განვითარება.