90-იანი წლების დასაწყისში Apple-ს გაუჩნდა ახალ პროცესორებზე გადასვლის აუცილებლობა. ეს ესმოდათ არა მარტო Apple-ში, არამედ IBM-შიც, რომელმაც შესთავაზა ვაშლის კომპანიას თანამშრომლობა პროცესორების შექმნის საქმეში. 1991 წლის 3 ივლისს სამყაროს მოევლინა PowerPC პროცესორი. და რათქმაუნდა ამ ამბავს არ ჩაუვლია კიდევ ერთი კომპანიის მონაწილეობის გარეშე — Motorola.
PowerPC — RISC-არქიტექტურის მიკროპროცესორია, რომლის იტორია ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოდან მოდის, როდესაც IBM-ში შეიქმნა მიკროსქემა 801-ის პროტოტიპი, ჯონ კოკის იდეებზე დაყრდნობით.
Apple-ისა და IBM-ის დაინტერესება გასაგებია, ხოლო Motorola-ს ინტერესები უფრო შორს წავიდა. მისთვის ეს კავშირი ფრიად ხელსაყრელი იყო: კომპანიას შეეძლო გაეყიდა კარგად დატესტილი, გამოცდილი და მძლავრი RISC-პროცესორი ისე, რომ მის შექმნაზე ცენტიც არ დაეხარჯა.
Motorola-ს უკვე ჰქონდა საკუთარი RISC-პროცესორი: 88000, მაგრამ ის ძალიან ცუდად იყიდებოდა, რომ არა ვთქვათ, რომ საშინლად. მიზეზი გახლდათ ის რომ ეს პროცესორი არ იყო წინამორბედთან თავსებადი, 68000-თან. თუ ეფლის ისტორია გიყვართ, გეხსომებათ, რომ სწორედ ეს პროცესორი გამოიყენებოდა Apple-ის კომპიუტერებში სულ დასაწყისიდან.
მიუხედავად ყველაფრისა, Motorola მაინც უშვებდა 88000-ს და კომპანია Data General-მა მის საფუძველზე დაიწყო კომპიუტერების გამოშვება. Apple-იც არ ჩამორჩა და მანაც გამოუშვა კომპიუტერის პროტოტიპი 88000-ზე. შედეგად, გადაწყდა, რომ ახალი პროცესორი 88000-თან ტავსებადი იქნებოდა.
მოგებულში კავშირის ყველა წევრი დარჩა: Apple-მა მიიღო მძლავრი RISC-პროცესორი და უფასო რეკლამა IBM-ისაგან; IBM-მა მიიღო პროცესორი, ხოლო Motorola-მ მიიღო შესაძებლობა ამ პროცესორის წარმოებისა.