ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 28 ივნისი

365views

Apple-მა თხევადკრისტალური მონიტორების გაყიდვა მხოლოდ 2001 წელს დაიწყო, მაგრამ გავიდა რამოდენიმე წელი და მიუხედავად უზარმაზარი მოთხოვნისა, მათ მნიშვნელოვანი განახლება ესჭიროებოდათ. გამჭვირვალე პლასტიკატის მოდა დასრულდა და დადგა ახალი დრო — ალუმინის. პლასტიკატზე უარის თქმის გარდა, Apple-მა შეცვალა მონიტორის კონსტრუქცია და წინა თაობის მონიტორების მხარდაჭერაც ამოიღო.

მონიტორების განახლებული ხაზი განკუთვნილი იყო G5-სისტემებისათვის. მაგრამ არანაირი განახლება არ იქნებოდა წარმატებული, Apple-ს რომ არ გადაედგა რაიმე კარდინალური ნაბიჯი ჩვეული შაბლონებიდან. მაშინ, როდესაც 17 დუიმიანი მონიტორი 20 დუიმამდე გაიზარდა, ყველაზე დიდი 30 დუიმი გახლდათ. ასეთი მონიტორისათვის საჭირო იყო ახალი, მძლავრი ვიდეო-ბარათი, რაც რათქმაუნდა Apple-მა შესთავაზა კიდევაც მომხმარებლებს. გასაკვირი არ არის, რომ მონიტორების ახალი მოდელები საშინელი სისწრაფით იყიდებოდა.

ახალი მოდელები გაყიდვაში 28 ივნის გამოვიდა. ფასები იწყებოდა 1299 დოლარიდან უმცროსს მოდელზე და 3299 დოლარამდე ადიოდა ყველაზე უფროსი, 30 დუიმიანი მოდელისათვის.

Comments

comments

Leave a Response