2003 წლის WWDC კონფერენცია იმაზე არანაკლები იყო, ვიდრე სხვა წლების კონფერენციები. და სწორედ ამ წელს მასზე ნაჩვენები იქნა ძალიან ბევრი რამ საინტერესო. ერთ-ერთი სურპრიზი გახდა Power Mac G5-ის ანონსი, რომელიც 2003 წლის 23 ივნისს იქნა წარმოდგენილი. ეს კომპიუტერი ყველაზე სწრაფი იყო თავის კლასში და აგრეთვე პირველი 64 ბიტიანი სამუშაო სადგური.
Apple-მა გადაწყვიტა G5 ჩაესვა უზარმაზარ ალუმინის კორპუსში. მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ჩიოდა, რომ კომპიუტერი ძალიან მძიმე იყო, მაგრამ არავის დაუჩივლია კომპიუტერის წარმადობასთან დაკავშირებით, რომელიც უმაღლეს დონეზე იყო.