ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2012 წლის 15 ივნისი

146views

2012 წლის 15 ივნისის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა Apple-ის პროდუქტებთან დაკავშირებით. სწორედ ამ დღეს, 2 წლის წინ, Sotheby’s აუქციონზე გამოიტანეს ორი ფრიად საინტერესო ლოტი — პირველი გახლავთ სამსახურებრივი ბარათი, რომელიც Apple-ის მომავალმა გენერელურმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა შეადგინა. ამ ბართის შედგენის თარიღი 1974 წელი გახლავთ. ამ დროს ჯობსი ჯერ კიდევ კომპანია Atari-ს თანამშრომელი იყო და ის სულ 19 წლის გახლდათ.

უშულოდ სამსახურებრივი ბარათი არ შეიცავს ისეთს არაფერს, რაც შეიძლება რომ Apple-ს უკავშირდებოდეს, თუმცა ამის გამო ის ნაკლებ საინტერესო არ არის. დოკუმენტში საუბარია იმ გაუმჯობესებებზე, რომლებიც, ჯობსის აზრით, უნდა შეეტანათ თამაშში World Cup Football (თამაში განკუთვნილი იყო სათამაშო ავტომატებისათვის და არა კომპიუტერებისათვის). ბარათი 4 ფურცელს მოიცავს და ადრესტი გახლავთ Atari-ს მეორე თანამშრომელი სტივ ბრისტოვი. სამწუხაროდ, დოკუმენტის მხოლოდ ნაწილია დაწერილი ხელით, მეორე ნაწილი საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი. რაც ყველაზე საინტერესოა, ბარათში მოცემულია სტივ ჯობსის ბეჭდის ტვიფარი, ხოლო კომპანიის მისამართად მითითებულია ჯობსის ავტოფარეხი პალო-ალტოში. კიდევ ერთი შენიშვნა: საფოსტო შტამპის ქვედა ნაწილი ბუდისტურ მანტრას უკავია.

ამ ეტაპზე ეს ბარათი გახლავთ სტივ ჯობსის მიერ დაწერილი ყველაზე ადრეული დოკუმენტი. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი უკვე Apple-ის პერიოდს შეეხება. ამიტომ დოკუმენტის ფასი საკმაოდ მაღალია: 10-დან 15 ათას დოლარამდე.

Apple I

მეორე ლოტი, რომელიც ასევე იქნება გამოტანილი — გახლავთ Apple I-ის დედა-დაფა, რომელიც სხვათაშორის სრულიად მუშაო მდგომარეობაშია. Apple I 1976 წელს შეიქმნა და გაყიდვაში იმავე წელს გამოვიდა.

ლოტის სავარაუდო ღირებულება 120-180 ათასი აშშ დოლარია.

Comments

comments

Leave a Response