ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 13 ივნისი

230views

Internet Explorer-მა მაკისათვის თავისი განვითარება 2.0 ვერსიიდან დაიწყო და ის ხელმისაწვდომი 1996 წლიდან გახდა. ხოლო უკვე 1997 წელს Apple-სა და Microsoft-ს შორის გაფორმდა ხუთწლიანი ხელშკერულება. შეთანხმების ძირითადი პუნქტი ეხებოდა ბრაუზერის უფასო შექმნას და ის უნდა გამხდარიყო საოპერაციო სისტემის შემაგდენელი ნაწილი.

მაგრამ რა პრინციპული ცვლილებები უნდა მოხდეს ექვსი წლის შემდეგ… ექვსი წლის შემდეგ Microsoft-მა სრულებით გაანადგურა Netscape, ბრაუზერების ბაზრის ადრინდელი ლიდერი და მთლიანად დაიპყრო ბაზარი. შემდგომში Microsoft-მა გადაწყვიტა დაეკავშირებინა ახალი ბრაუზერის გამოსვლა Windows-ის ვერსიებთან.

მაგრამ 2003 წლის 7 იანვარს Apple-მა წარმოგვიდგინა თავისი საკუთარი ბრაუზერი — Safari. Microsoft-ში ეს აღიქვეს როგორც IE-ს მაკ-ვერსიის განადგურების მცდელობა (და სრულებით მართლებიც იყვნენ). შედეგად, Apple-მა უარი განაცხადა IE-ზე ხოლო შემდეგ, 2003 წლის 13 ივნისს Microsoft-მა განაცხადა, რომ სრულებით წყვეტდა მაკ-თავსებადი ბრაუზერის წარმოებას.

Comments

comments

Leave a Response