კონფერენცია WWDC’08 პირველი იყო, რომელზეც გაიყიდა აბსოლუტურად ყველა ბილეთი. და ასეთი აჟიოტაჟი ლოგიკური იყო. ჭორები იმის ტაობაზე, თუ რა იქნებოდა წარმოდგენილი არა ნაკლები იყო ვიდრე წლევანდელზე. და შესაძლოა, ეს პირველი კონფერნეცია იყო, რომლის მოლოდინები პრაქტიკულად მთლიანად გამართლდა.
WWDC 2008-ზე ძალიან ბევრი საინტერესო რამ წარმოადგინეს. ცალკე უნდა ითქვას ისეთი საკითხები, როგორიცაა Apple Store და სერვისი Mobile Me. მაგრამ ყველაზე მთავრი სიახლე გვიჩვენეს 10 ივნისს — სტივ ჯობსმა წარმოადგინა iPhone 3G. ამის წყალობით 2008 წლის კონფერნეცია ყველაზე წარმატებული გახდა მის ისტორიაში (1983 წლიდან მოყოლებული).
ახალი მოდელი უფრო სრულყოფილი იყო, არ ჰქონდა პირველი მოდელის აპარატურული და პროგრამული ხარვეზები. ახალი საოპერაციო სისტემით, iPhone OS 2.0, უფრო დაბალ ფასად.