ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1993 წლის 7 ივნისი

351views

PowerBook 180c არ იყო პირველი Mac-ნოუთბუკი ფერადი ეკრანით. ეს საეჭვო პატივი წილად 165c მოდელს ერგო. მაგრამ ეს იყო პირველი PowerBook, რომლის ეკრანის ნახვა აუცილებლად ღირდა.

PowerBook 180c-ს აქტიური მატრიცა ჰქონდა, 640х480 გაფართოებით და 256 ფერის მხარდაჭერით. კომპიუტერს ასევე 80, ან 120 მბაიტიანი მყარი დისკი და 4 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა.

PowerBook 180c ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა მომხმარებლებში. სხვათაშორის, სპეკულაციაც კი გაჩნდა, ამ მოდელთან დაკავშირებით (შესაძლოა პირველი სპეკულაცია, რომელიც Apple-ის პროდუქტებს შეეხო). მომხმარებლები, რომლებსაც შეეძლოთ 4160 დოლარის გადახდა PowerBook 180c-ში მისი შეძენა 1993 წლის 7 ივნისიდან დაიწყეს.

Comments

comments

Leave a Response