WWDC 2005-მა ფრიად არაერთგვაროვნად ჩაიარა: ზოგი კმაყოფილი იყო „ახალი ეპოქის დადგომით“, ხოლო ზოგი უბრალოდ შოკირებულიც. კონფერენციის დაწყებამდე Apple-ის ყველა მოყვარული მარჩიელობდა იმის შესახებ, თუ რას უჩვენებდნენ მათ. თუმცა ცოტას თუ წარმოედგინა ასეთი ცვლილებები. რას შეეძლო გამოწვია ასეთი ეფექტი?
2005 წლის 6 ივნისს WWDC კონფერენციაზე სტივ ჯობსმა გვამცნო IBM PowerPC ხანის დასრულების შესახებ და Intel-ის პლათფრომაზე გადასვლის შესახებ. ყველა დეველოპერს შესთავაზეს შეეძინათ „გარდამავალი კომპლექტი“ 999 დოლარად (რთული სათქმელია, რამ უფრო გამოიწვია შოკი: Intel-ზე გადასვლამ, თუ ამ კომპლექტის ფასმა). კომპლექტი შედგებოდა Intel Mac-ისგან და ყველა საჭირო დოკუმენტაციისაგან.